ანონსი 1 ნოემბერი

1 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენცია გაიხსნება. საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახსნიან.
მის: ქალაქი ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“.
1 ნოემბერს, 10:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში უმრავლესობას შეხვდება.
1 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიხსნება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ორდღიანი რეგიონული კონფერენცია - „ლტოლვილთა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე“.
მის.: რუსთაველის გამზ. N13, თბილისი
1 ნოემბერს, 10:00 საათზე, წმ. გაბრიელ ბერის ხსენების წინა დღეს, მოეწყობა მსვლელობა წმინდანის სახლიდან სამთავროს დედათა მონასტრამდე.
მის.: თეთრიწყაროს ქ.№ 11, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.
1 ნოემბერს, 10:45 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მულტიფუნქციურ სივრცე ,,ტერმინალში“, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრებიან.
მის: აბაშიძის 34
საკონტაქტო პირი ილონა ხვიჩია - 591705481
1 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფესორ ლადო პაპავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზინდეტო არჩევნები, მეორე ტური, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ლარის კურსი.
მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
1 ნოემბერს, 11:30 საათზე, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში განცხადებას გააკეთებენ.
თემა: რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა მარშმა“ არჩევნების მეორე ტურში ჩართვასთან დაკავშირებით.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ.#19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
1 ნოემბერს, 12:00 საათზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება სხდომა ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ. საკონტაქტო ტელ.: 599 41 88 99
1 ნოემბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მივა და გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის. მედიას კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა ექნება პოლიციის სამმართველოში შესვლის წინ, 11:45 საათზე.
მის.: დიღომი, კორნელი ჩალაძის ქ.#1
1 ნოემბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზინდეტო არჩევნები, მეორე ტური, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
1 ნოემბერს, 14:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: ლარის გაუფასურება. მის: ორთაჭალა, გულიას #1
1 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გიორგი ჭელიძის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სასამართლო პროცესზე მოსამართლის მხრიდან არამართლზომიერი სანქციების დაწესება და ხელის შეშლა ადვოკატებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.
მის.: ძმები ზუბალაშვილების ქ. #33
საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241
1 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი გამოიფინება.
მის.: რუსთაველის #3; საქართველოს ეროვნული მუზუემის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

























