ანონსი 31 ოქტომბერი

ანონსი  31 ოქტომბერი

31 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია დაიწყება.

საკონტაქტო პირი მზია შარაშიძე - 595 333572

31 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მოსარჩელეების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გაიმართება, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

31 ოქტომბერს, 10:30 საათზე, "Publica"-ში press-breakfest-ის ფორმატში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კვირეულის ორგანიზატორები კვირეულის სიახლეების პარალელურად, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ორი პროექტის "BENEXST"-ის და "Art Georgia"-ს მომავალ გეგმებსაც გააცნობენ.

მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #18

საკონტაქტო პირები: ნანა ჯანჯღავა - 577 78 15 00, თაკო მესხი - 599 90 89 06, ეკა სარია - 577 11 04 20

31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

31 ოქტომბერს, 11:30 საათზე, შვილმოკლული მშობლები: ია მეტრეველი, მანანა ვაზაგაშვილი, თამაზ მოლაშვილი და სხვები „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

31 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგების შესახებ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: რუსთავი, სასტუმრო "რუსთავი".

საკონტაქტო პირები: თამარ შავდია 577 991 991, მაია ქურციკიძე 599 533 071.

31 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტების შეხვედრა Konoba x R.O -სთან.

მის: თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

31 ოქტომბერს, 14:30, 15:30 და 16:30 საათამდე, პროექტ „ქალთა ბედნიერების“ ფარგლებში გაიმართება დებატები პროექტის 20 წევრს შორის ქალთა უფლებების პრობლემებზე.

31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგი

მის: ინგოროყვას 7

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“, გამომცემლობა „პალიტრა L“-ისა და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი პროექტის, ბასტი-ბუბუს თოჯინების წარდგენა გაიმართება.

მის.: ჭავჭავაძის გამზ. #7, „ბიბლუსი გალერეა“.

საკონტაქტო პირი ნათია ზაქრაძე - 558 15 15 83

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ საერთაშორისო „პრინტ ფესტივალის“ დასკვნითი ნაწილი გაიხსნება, რომელზეც ქართველი და უცხოელი არტისტების ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

მის.: მარჯანიშვილის #7, მეოთხე სართული