ანონსი 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
მის.: ინგოროყვას ქ. #7
25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე NDI-ს სათავო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდება.
25 ოქტომბერს, 10:45 საათზე, ევროკავშირი საქართველოსთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარადგენს. ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან - ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში მუნხტუია ალთანგერელი.
სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, წვეულებათა დარბაზი.
საკონტაქტო პირი სოფო ჭიჭინაძე - 599 196907
25 ოქტომბერს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: წინასაარჩევნო გარემო
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს.
მის.: კახიძის ქ.#15
25 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ანგარიშს წარადგენს, თემაზე: „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“.
25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში „სკოლამდელი განათლების ხარიხსის“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: როგორია სკოლამდელი განათლების ხარისხი საქართველოში, კვლევის პრეზენტაცია.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი. თემა: დეპუტატების ნეპოტისტური და კორუფციული სქემები.
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერით და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის თანაორგანიზებით, საერთაშორისო მაგისტრი ბიზნესის მართვისა და განათლების მიმართულებით კლაუს ული გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - „სოციალური ბაზრის ეკონომიკის ევროპული კონცეფცია, რეგულირება და კონკურენცია“.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ ''კვირას" პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩვენები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო IOTA Hotel Tbilisi-ში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მესამე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.
მის.: ლერმონტოვის ქ. #10
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, რომელიც მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
მის.: ს. ცინცაძის ქ. #63
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც წარადგენს შუალედურ ანგარიშს - „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“.
მის.: დ. აღმაშენებლის #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისი
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საარჩევნო გარემოს გაეცნობიან.
სასტუმრო „თბილისი მერიოტი“
საკონტაქტო პირი ნინო დოლიძე - 577 720 730
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისში, ილიას ბაღში (ჩუღურეთის რაიონი) მდებარე საკონცერტო დარბაზ „გარდენ ჰოლში“, გაიმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის ჟიურის პრესკონფერენცია და შეხვედრა ფესტივალში მონაწილე კოლექტივებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საკონტაქტო პირი: ხათუნა ჩარკვიანი- 599565692
25 ოქტომბერს, 14.00 საათზე, სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სააჩევნო კვლევები
25 ოქტომბერს, 18:30 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჭადრაკის ფედერაცია 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ანგარიშს წარადგენს, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.
მის. რუსთაველის გამზ. 7.
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ დეა მეტრეველთან და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავასთან.
მის.: ჭავჭავაძის #76, ვაკის პარკის ტერიტორია

























