ანონსი 23 ოქტომბერი

23 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარი გაიმართება.
23 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენციას გახსნის.
მის.: გორგასლის ქ. N16
23 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ წარმოადგენს ანგარიშის პრეზენტაციას - "ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"
საკონტაქტო ტელ.: 591 994 815.
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი კავკასიის რეგიონში ვატიკანის დიპლომატიისა და მშვიდობის საკითხებზე კონფერენციას გამართავს.
მის: თსუ I კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა საქმეზე, სადაც იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშსა და DFwatch-ს გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიისთვის ედავება.
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მდიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტი; თბილისის გენგეგმა.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართება.
თემა: „ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ადვოკატები მედიაცენტრ „მთავარის” პრესკლუბში პრესკოფერენციას გამართავენ.
თემა: ფარული ჩანაწერების განხორციელების შემდეგ ციხეში შესვლა გართულდა. რატომ ვერ შედიან და რა რთული პროცედურების გავლა უწევთ ადვოკატებს, პროკურორებსა თუ უფლებადამცველებს.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
23 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მდიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა.: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა, „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროექტი, მიწისზედა მეტროს განვითარება.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიტი გახსნიან პროექტს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის.
მის.: შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555101040
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და გრიპის ეპიდზედამხედველობის შესახებ პრეკონფერენციას გამართავენ.
მის.: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ალექსეევკის დასახლება N3
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103; სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სპორტის 7 სახეობაში „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ გაიმართება.
მის.: თიანეთის გზატკეცილი № 25
საკონტაქტო ტელ.: 555 55 57 52
23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო „რედისონში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდება.
23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია „იბერიასთან“ გაიმართება გამაფრთხილებელი აქცია, სადაც „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის.: ჩუბინაშვილის ქ. #41
23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია“ პროექტის – „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“, შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის“ მიერ დაფინანსებული და განხორციელებული სათემო პროექტები.
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, FMO-სა და „თიბისი ბანკს“ შორის 100 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც FMO-სა და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორები გაუძღვებიან.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, (მე-3 სართული), „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი.
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ბრიფინგს გამართავს.
მის. მიცკევიჩის # 18
23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ჯიპას“ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.
მის.: იეთიმ გურჯის ქ. #9

























