ანონსი 10 ოქტომბერი

10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნება, სადაც წარმატებულ მეტყევეებს მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებენ. დაჯილდოების ცერემონიას საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: ბოტანიკურის ქ. N1, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „2020news“-ის პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
თემა: დაზარალებული ოჯახის საგანგებო მიმართვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისადმი.
მის.: პეკინის #34, ბიზნეს ცენტრი „საბურთალო“, მე-3 სართული
საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49
10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: საპრეზიდენტო არჩევები; მარიხუანას კულტივაცია.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, კახა კუკავას საარჩევნო შტაბის უფროსი გოგი წულაია იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: არჩევნები ქვეყანაში ამომრჩევლების მოსყიდვის და დაშინების ფონზე მიმდინარეობს.
მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროს თანამშრომლებთან.
საირმე, სასტუმრო "საირმე ბესტ ვესტერნი"
10 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ფრანკფურტში, საქართველოს ეროვნულ სტენდზე (დარბაზი N5, ბ 100) გაიმართება ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“ წარმოადგენს.
10 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის ავთანდილ ცინცაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის კულტურის სახლში ამომრჩეველს შეხვდება.
მის.: მარნეული, რუსთაველის ქ.N108
10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ოჯახში ძალადობის საკითხებსა და სახელმწიფო მომსახურეობის სერვისებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
მის.: ნინოწმინდა, პუშკინის ქ.#48, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მერიის შენობა, ქალთა ოთახი
საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი - 598 15 65 73
10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ხულოს მოსახლეობას შეხვდება.
მის.: ხულო, თეატრის მიმდებარე სკვერი
10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: თბილისში ჰაერის დაბინძურება მშენებლობების გამო, ახალი სამშენებლო კოეფიციენტი k4-ის შემოღების აუცილებლობა. მწვანე კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის საკითხი.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მართვის სკოლის III კურსის სტუდენტებთან ლექციას გამართავს.
თემა: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში და მისი შედეგები“.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439, C კორპუსი
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს რაგბის კავშირისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართება.
თემა: ნოემბერში დაგეგმილი ეროვნული ნაკრების ტესტ-მატჩები.
მის.: მარჯანიშვილის #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდება.
მის.: ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ.N108, შეხვედრა კულტურის სახლში
10 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
10 ოქტომბერს, 15:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი, რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალ სახანძრო მანქანებს გადასცემს.
მის.: თბილისის ზღვა, სამაშველო ბაზა
საკონტაქტო პირი მიშა ფეიქრიშვილი - 599450565
10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დმანისის მოსახლეობას შეხვდება.
მის.: დმანისი, წმინდა ნინოს ქ. N56, დმანისის საკონცერტო დარბაზი
10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ტელეკომპანია „იბერიაში“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს სკაიპ-კონფერენციის საშუალებით უპასუხებს.
10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილ ბათუმში მოსახლეობას შეხვდება.
მის.: მელიქიშვილის ქ. N21, მწერალთა კავშირის სახლი
10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში დათუნიკა სხირტლაძის 60 წლის იუბილისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
საკონტაქტო პირი თამარ ჩალაბაშვილი - 579 77 77 33

























