ანონსი 1 ოქტომბერი

1 ოქტომბერს, 08:30 საათზე, მთავარ პროკურატურასთან მოქალაქე ქეთევან უჩაიძე დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით აქციას გამართავს.
1 ოქტომბერს, 09:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-5 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით - „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“ გახსნის.
მის.: მერაბ კოსტავას ქ. #77, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართ., დიდი სააქტო დარბაზი.
საკონტაქტო პირი გივი გავარდაშვილი - 593 153 470
1 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიულოცავს. ღონისძებას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიასაშუალებები ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის შესასვლელთან 08:30 საათზე უნდა მივიდნენ.
1 ოქტომბერს, 10.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში“ გაიმართება მმართველი გუნდის შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
მის.: ერეკლე მეორეს მოედანი #3
1 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა; ტაქსების რეგულაცია.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა : საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების პრობლემები.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ამერიკის სეისმური კორპორაციის ლიდერი და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების სეისმოლოგი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საქართველოსა და კავკასიის ახალი სეისმური რუკები - სად გვაქვს სეისმურად ყველაზე აქტიური ზონები.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სამხედრო პოლიგონზე გარდაცვლილი სამხედროს, მირზა ჩაჩუას მამა ადვოკატ ლედი ტუკვაძესთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც სკანდალურ ინფორმაციას გააჟღერებს.
მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4, topnews.com.ge-ს პრესკლუბი
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
1 ოქტომბერს, 11.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები.
მის.: გულიას ქ. #1
საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
1 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ „2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსს”.
მის.: 26 მაისის მოედანი №1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” (საკონფერენციო დარბაზი)
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის "არჩევნების ანატომია" ავტორი ბესიკ მიქელთაძე, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანასთან დაკავშირებით შიმშილობის აქციას დააანონსებს და ხელისუფლებას მიმართავს.
მის.: ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4, topnews.com.ge-ს პრესკლუბი
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია“ პრესკონფერნციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე და ეკონომიკის სამინისტროსგან დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც ერთი კვირის წინ სასამართლო პროცესი მოიგეს.
თემა: „ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ეკონომიკის სამინისტროს ნეგატიური როლი და გარკვეული მტკიცებულებების წარდგენა; რას ჩაშლის ეკონომიკის სამინისტრო, რეფორმას, თუ მის მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგს?“.
მის.: ბელიაშვილის ქ. #8, მესამე სართული, საკონფერენციო დარბაზი, ტელეკომპანია „მაესტროს“ მოპირდაპირედ.
საკონტაქტო ტელ.: 551 150 773
1 ოქტომბერს, 12:30 საათზე, საზოგადობა და ბანკების ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში კობა გვენეტაძე უმასპინძლებს.
მის.: კახეთის გზატკეცილი N72, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
საკონტაქტო პირი თათია დიასამიძე - 579132033
1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)
1 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ფონდის ბენეფიციარებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებას გამართავს. ღონისძიება გაგრძელდება 14.00 საათზე რესტორან „ბასიანში“, გორგასლის ქ. #75 „ა“, კულტურულ-გასართობი პროგრამით.
1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე, საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად, საბავშვო ბაღების მეთოდისტების ტრენინგს გაეცნობა. სტუმრებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ხვედელიძე უმასპინძლებს.
მის.: გმირი კურსანტების ქ. N4
საკონტაქტო პირები: თამარ ხურცია - 555 523350; ნინო გულბათაშვილი - 595 169163
1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
მის. მიცკევიჩის # 18
1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისში, მთავარ პროკურატურასთან, იუმორისტ დავით როსტომაშვილის ცემის ფაქტზე მსჯავრდებული ბექა კირვალიძის ოჯახის წევრები, მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას გამართავენ.
1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ ბოლო დროის სკანდალურ მოვლენებთან დაკავშირებით.
მის: დავით აღმაშენებლის #61
1 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლონდონის აღიარებული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ვანო ჩხარტიშვილზე სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობაზე.
მის: გერგეთის #3
საკონტაქტო პირი: თინათინ ელიზბარაშვილი +995 555 69 99 09
1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავთან დაკავშირებით, ცნობილი ჩინელი მევიოლინე Wang Kiping ჩინელ და ქართველ შემსრულებლებთან ერთად დაუკრავს.
1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონოთეატრ ამირანში აფხაზეთზე შექმნილი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი, გერმანულ „VOICE“-ში გამარჯვებული მომღერალი ნათია თოდუა შეასრულებს.

























