სოსო ცისკარიშვილი - პრეზიდენტის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ რაიმე დავიდარაბა ავნებს ქვეყანას, გაახალისებს კრემლს და ღრმად ჩააფიქრებს ბრიუსელსა და ვაშინგტონს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, პრემიერი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა და გაეროშიც გამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ახალმა პრემიერმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კასტინგი წარმატებით გაიარა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრემიერის ვიზიტმა ამერიკაში და თუნდაც გაეროში გამოსვლამ?
- ბატონი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლა 27 სექტემბერს მრავლისმთქმელი ქართულენოვანი და მკაფიო, კრიტიკული გზავნილებით გაჟღენთილი მოხსენება მართლაც კმაყოფილების მომგვრელია.
ბატონი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლა 27 სექტემბერს მრავლისმთქმელი და კმაყოფილებისმომგვრელია, მაგრამ
ამასთან გულდასაწყვეტია, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესაც კი, მაღალი თანამდებობების მქონე მეოცნებე პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, არ ეძლევათ უფლება საჯაროდ წარმოთქვან სიტყვა „ნატო“ ...
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიერ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოზე მეტად არის შეკვეცილი, თუ თვალს გადავავლებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სიას და იმასაც, თუ რა ვნებათაღელვა ახლავს ამ პროცესს, რომელიც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა იმაზე მეტ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...
- გეთანხმებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უამრავი კითხვა დაგვიგროვდა, მაგრამ მათზე ობიექტური პასუხის გამცემთა მოძიება“ ნაციონალ“ და „მეოცნებე“ პოლიტიკოსებს შორის ადვილი აღარ არის. მათ ხომ ერთმანეთისგან ნათქვამი არც ის სჯერათ, რომ ორჯერ ორი ოთხია.
იქნებ ეხლა მაინც გაგვცეს ვინმემ პასუხი - ვინ, სად, რატომ მონათლა ჩვენი სამშობლო საქართველო „საპარლამენტო რესპუბლიკად“?
ამასთანავე, განვლილი ექვსი წლის მანძილზე სისტემატურად ვაკვირდებოდით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის „მიჭირხვნის“ სურვილით დახუნძლულ „მეოცნებეთა“ და მათი მამა-მარჩენალის ლტოლვას დაესაჯათ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას, რათა გამხდარიყო მხოლოდ ხელისუფლების მორჩილი.
იქნებ ეხლა მაინც გაგვცეს ვინმემ პასუხი, იქნებ დადგა დრო საქართველოს პრეზიდენტს და საზოგადოებას აცნობონ პოლიტიკური იატაკქვეშეთის მბრძანებლებმა ვინ, სად, რატომ მონათლა ღამით, ღამურების თანდასწრებით, ჩვენი სამშობლო საქართველო „საპარლამენტო რესპუბლიკად“?
- რადგან უკვე ექვსი წელია რაც ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშეა, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობა 28 ოქტომბერს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს, თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?
- სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური,ზნეობრივი რეალობა გვაიძულებს გულში ვიმეოროთ ფრაზა - „ მეცოდები, ჩემო საქართველოვ!“.
საფუძველი ასეთი განწყობისა მეგულება ჩვენი ეროვნული ფასეულობების თავხედურ მიჭირხვნაში. დღეს ადრე არსებულ ფასეულობათაგან აღარ აღიქმება ადამიანი, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, ზრდილობა და სხვ. დღეს სამწუხაროდ ერთადერთ ფასეულობას ვაღიარებთ - ფული, ფული, ფული, ფული, ფული და სხვა არაფერი... ასეთი ბარბაროსობის შედეგს უკვე წლებია, სიმწრით იმკის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც პრეზიდენტის არჩევა ნაკლებად საინტერესოა..
დღეს ადრე არსებულ ფასეულობათაგან აღარ აღიქმება ადამიანი, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, ზრდილობა და სხვ... დღეს, სამწუხაროდ, ერთადერთ ფასეულობას ვაღიარებთ - ფული, ფული, ფული, ფული, ფული და სხვა არაფერი...
სწრაფად ზრდადი სხვადასხვა წარმოშობის შფოთის პირობებში, რასაც ადგილი აქვს „ნაციონალ“ და „მეოცნებე“ პოლიტიკოსებს შორის, ვერ ვიტყვით, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - სამშობლო თუ სიმშვიდის მომგვრელი პირადი სავარძელი...
ერთი რამ კი ცხადია, რომ რაიმე აურზაური და დავიდარაბა როგორც პრეზიდენტის არჩევნებამდე, ასევე მისი არჩევის შემდეგ (მით უმეტეს სისხლის სუნის მქონე), ავნებს უპირველეს ყოვლისა ჩვენ ქვეყანას, გაახალისებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ კრემლს და ღრმად ჩააფიქრებს ბრიუსელს და ვაშინგტონს.
- ვინაიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე აქტუალური თემაა იმაზე მსჯელობა თუ რატომ დაუჭირა მხარი „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენი საუბარი ამ თემით უნდა გავაგრძელოთ. ამ თემაზე საუბრისას დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „რუსეთში საქართველოს მიმართ შესაძლოა ახალი სახიფათო სცენარი მზადდებოდეს. შეიძლება ზურაბიშვილი მის ნაწილად მიიჩნეოდეს?
- ქალბატონი ხათუნა რამე დაუფიქრებელ ფრაზებს არასოდეს გამოთქვამს, ქალბატონი სალომე კი რაიმე ეჭვების სამიზნედ შესაძლოა წარმოვიდგინოთ მხოლოდ ქვეყნის მთავარი მეოცნების ზეწოლის შემთხვევაში.
- ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი განწყობაა. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აგრძელებს მის მხარდაჭერას. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რაში დასჭირდა კრემლის კრეატურად მიჩნეული ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“?
- „ქართულ ოცნებას“ გააჩნია საკუთარი ბელადი, რომელმაც რამდენჯერმე დაგვარწმუნა, რომ ქალბატონი სალომე გახლავთ დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა, მაგრამ ის არ უთქვამს,რომ იგი არ გახლავთ ერთ პარტიაზე ჩამოკიდებული პერსონა.
გულწრფელად ვურჩევდი ქალბატონ სალომეს თავი შეიკავოს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლისგან და შეინარჩუნოს დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონის სტატუსი
გულწრფელად ვურჩევდი ქალბატონ სალომეს თავი შეიკავოს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლისგან და შეინარჩუნოს დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონის სტატუსი.
- საარჩევნო პერიოდში კომპრომატების ომი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ კომპრომატების გამომზეურებით ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ხელისუფლებას. ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში კია, მაგრამ იმის გამო, რომ მას პასუხგაუცემელი რჩება ბრალდებების უმრავლესობა, ეს აშკარად აზიანებს მის რეპუტაციას. წესით, ხელისუფლება თავად უნდა ცდილობდეს ამ ბრალდებებზე მკაფიო პასუხის გაცემას, მაგრამ ვხედავთ, რომ ბრალდებებზე მისი პასუხები არც მკაფიოობით და არც დამაჯერებლობით არ გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.
ეს ეხება როგორც არჩევნებში ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ასევე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტს, ტელევიზია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ სკანდალებს, ასევე მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებით ეკლესიასთან დაწყებულ დაპირისპირებასა თუ ვაჭრობას. დასახელებულ პრობლემათაგან ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლესიასთან შეძლო ურთიერთობების დალაგება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დროებით. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- თქვენი აქტუალური კითხვებიდან რამდენიმე ზუსტი პასუხის ფორმასაც შეიცავს, რასაც სრულად ვიზიარებ. თქვენს ყურადღებას მივაქცევ არა ციდან ჩამოვარდნილ, არამედ იმავე პოლიტიკური ჯურღმულიდან შუაღამით დაღრიალებულ სოლოს მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებული თემის მყისიერი რეალიზაციისთვის, რომელიც მეორე დილასვე ჩვენი მეოცნებე პარლამენტის განხილვის მთავარი თემა გახდა.
თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1923 წელს ხელისუფლების ხელში აღებიდანვე დაიწყო თურქეთის გონებადაბურულ მოქალაქეთა გადარჩენა მარიხუანისგან
ყოველივე ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ ვერ მოვასწარი ქუთაისში გაფრენა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჩუმად შეეხსენებინა თუ როგორ გადაარჩინა ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა საკუთარი მოსახლეობა მარიხუანით დახოცვისგან.
ახლა კი ჩვენ მკითხველთაც შევახსენებ, რომ თურქეთის პირველმა პრეზიდენტმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1923 წელს ხელისუფლების ხელში აღებიდანვე დაიწყო თურქეთის გონებადაბურულ მოქალაქეთა გადარჩენა მარიხუანისგან. უპირველეს ყოვლისა მთელ თურქეთში მობიბინე მარიხუანა მოაშთო, მოსახლეობას კი მის ნაცვლად დაურიგა ლობიოს თესლი და მისი მოვლისთვის საჭირო ფული.
- ბატონი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების წინ „ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ემჩნევა გაკოტრების ნიშნები“. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რაში ეტყობა „ხელისუფლებას და ოპოზიციას გაკოტრების“ ნიშნები?
- ბატონი ზაზა არასოდეს ცდება სხავადასხვა სიტუაციის შეფასებისას. უპირველეს ყოვლისა ,თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკური წარმოშობის სუბიექტებს თითქმის დაკარგული აქვს პოტენციურ ამომრჩეველთა ნდობა.
თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკური წარმოშობის სუბიექტებს თითქმის დაკარგული აქვს პოტენციურ ამომრჩეველთა ნდობა... საზოგადოებაში დამყარებული ტოტალური ნიჰილიზმი სწორედ გაკოტრებული პოლიტიკოსების ყელყელაობის პროდუქტია
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკვე ფლობს ინფორმაციას ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკაში, ვინ რას არ თაკილობს, ვინ იტყუება, ვინ - არა... ქართული პოლიტიკური სივრცის მიმართ საზოგადოებაში დამყარებული ტოტალური ნიჰილიზმი სწორედ გაკოტრებული პოლიტიკოსების ყელყელაობის პროდუქტია.
- ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც იმის გამო გამოიწვია, რომ ის კვლევები „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით იყო ჩატარებული. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამერიკული კვლევა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზეა, და თუ მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი, იგი მეორე ტურში ვერ გავა და მეორე ტურში ერთმანეთის კონკურენტები გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე იქნებიან?
- ჩვენ ქვეყანაში უკვე მყარად დამკვიდრდა ამერიკული სოციოლოგიური კვლევებით გართობა ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდში. არც ერთ ასეთ კვლევას არ ენდობა არც ერთი ხელისუფლება, ამომრჩეველთათვის კი ასეთი გართობა წინაპირობაა არჩევნებში მონაწილეობისთვის და საკუთარი აქტიურობისთვის.
არჩევნებში ნებისმიერ ხელმოცარულთა რეაქციის ფორმა უნდა იყოს არა ნგრევა, სროლა და ცეცხლის წაკიდება, არამედ ევროპული თავშეკავება შესაბამისი საკითხების გამოსაძიებლად
ვინ სად აღმოჩნდება არჩევნების შედეგების გაჟღერებისას ამას დროულად გავიგებთ, მაგრამ არჩევნებში ნებისმიერ ხელმოცარულთა რეაქციის ფორმა უნდა იყოს არა ნგრევა, სროლა და ცეცხლის წაკიდება, არამედ ევროპული თავშეკავება შესაბამისი საკითხების გამოსაძიებლად.
- ბატონმა ლადო პაპავამ 28 ოქტომბრის სავარაუდო შედეგებზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს „ოცნება“ „პოლიტიკურ ჯურღმულში“ ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი“. ჩემი შემდეგი კითხვა ბატონი ლადოს მოსაზრებიდან იქნება - თქვენი დაკვირვებით, რამდენად მოინდომებს „ოცნება“ „პოლიტიკურ ჯურღმულში“ ჩაჰყვეს ზურაბიშვილს და ამისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი“?
- როგორც ყოველთვის, ბატონი ლადო გულწრფელია. როგორც ჩანს, გამოჭედილ მეოცნებათა „პოლიტიკურ ჯურღმულში“ სუნთქვაც გართულდა.
- გასულ კვირას თქვენ განაცხადეთ - „მარგველაშვილი ხმაურიანი ნაბიჯებით წავა და არა მხოლოდ მერაბიშვილის შეწყალებით“. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მარგველაშვილი ხმაურიან ნაბიჯებს გადადგამს და ეს მხოლოდ მერაბიშვილის შეწყალებას არ შეეხება? რა შეიძლება იყოს კიდევ მარგველაშვილის ხმაურიანი ნაბიჯი?
- არ მგონია, რომ ბატონი პრეზიდენტი, რომელმაც განვლილი 5 წლის პერიოდში ბევრი სიკეთე შესძინა საქართველოს, მოიმკა გულწრფელი აღიარება მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებისგან, ფიქრობდეს პრეზიდენტის სასახლიდან გაპარვაზე...
არ მგონია, რომ პრეზიდენტი, რომელმაც განვლილი 5 წლის პერიოდში, ბევრი სიკეთე შესძინა საქართველოს, მოიმკა გულწრფელი აღიარება მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებისგან, ფიქრობდეს პრეზიდენტის სასახლიდან გაპარვაზე...
იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის დღემდე ბატონი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიპატიჟებს პრეზიდენტობის მსურველ რეგისტრირებულ ყველა კანდიდატს, დაათვალიარებინებს პრეზიდენტის სასახლეს და სასახლის ეზოში მოპატიჟებულ სტუმრებთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდს გადაუხდის ქვეყნის ერთ-ერთ საამაყო სიმბოლოს - საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს, რომელსაც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე წყევლის მეოცნებეთა პარტია.
მერაბიშვილის შეწყალებაზე ფიქრი კი უფრო რეალური იქნება, თუ ამას მოითხოვს თავად მსჯავრდებული.
“ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი

























