ანონსი 29 სექტემბერი

ანონსი  29 სექტემბერი

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, „2020NEWS“-ის პრესკლუბში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრების ინიციატივა და შეთავაზება სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს - ლელა ებრალიძე. კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების შესახებ - ზაური ნაჭყებია.

მის.: გამსახურდიას #34/ყაზბეგის #4; ბიზნეს ცენტრი „საბურთალო“, მესამე სართული

საკონტაქტო პირი ლელა ებრალიძე - 599197100

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: უზნაძის ქ.52

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, „ალი და ნინოს“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე მაშველებს დააჯილდოებს.

საკონტაქტო პირი მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ანაკლიის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი - „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართება.

საკონტაქტო პირი რუსუდან ფანოზიშვილი - 599 104 043

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, ფილარმონიაში, გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს შეხვდება.

29 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში, ქართულ-შვეიცარული, თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი - Close Encounters იხსნება.