ანონსი 25 სექტემბერი

25 სექტემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
25 სექტემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გახსნის.
თემა: „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“.
25 სექტემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ფოიეში გაიხსნება ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
25 სექტემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პირველად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "განათლების ელჩები: ქვეყანათშორისი შუამავლები“.
მის.: ზანდუკელის ქ. #16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აწყობს საკოორდინაციო მრგვალ მაგიდას, სადაც განიხილება სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, მსჯავრდებული და ყოფილი მსჯავრდებული პირებისათვის არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და მოქმედი პროგრამების მდგრადობის საკითხები.
25 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც აფასებს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999
25 სექტემბერს, 10:30 საათზე, საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.
25 სექტემბერს, 10:45 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში „პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი“ გაიმართება.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7
25 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზთა კრება და ძალა ერთობაშია პროკურატურაში შეიტანს განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და პროკურატურასთან გაიმართება მალხაზ პატარაიას და დათო ქაცარავას ბრიფინგი.
25 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ძალა ერთობაშიას" ლიდერები პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ინიციატივის პროექტს წარადგენენ.
თემა: მარიხუანის და ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების წარმოების აკრძალვა.
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25
25 სექტემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: აზბესტი - კიბოს გამომწვევი ნივთიერება, აზბესტის გამოყენება საქართველოში – აზბესტის შემცველი რა რაოდენობის პროდუქტი შემოდის ქვეყანაში, რომელი პროდუქტი შეიცავს ამ ნივთიერებას. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევისათვის მომზადებული დოკუმენტი.
მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
25 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა“ და „ახალი ვექტორის“ წარმომადგენლები “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სააფთიაქო ნარკომანია.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
25 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგს გამართავს.
მის.: თამარაშვილის ქ.N15ა
საკონტაქტო პირი ნინო პაპაშვილი - 599 58 65 85
25 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში 2017-2018 წწ სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
მის.: თბილისი, მაჩაბლის ქ. #11
საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე - 599 58 00 01
25 სექტემბერს, 11:30 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამშენებლო კომპანიებს უახლოეს პერიოდში გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს. ღონისძიებას დაესწრება ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, საკონფერენციო დარბაზი ,,რესპუბლიკა“ (სასტუმრო “რედისონის“ პირდაპირ)
25 სექტემბერს, 11:30 საათზე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი და მისი ხმაურიანი განცხადებები; რუსეთის ინტერესები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკვშირებით; ფარული ჩანაწერები „ომეგას“ საქმეზე.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
25 სექტემბერს, 11:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში, ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის: ჩუბინაშვილის 41
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ურეკში (კულტურის სახლი) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, #BeActive კამპანიის ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლას თბილისის დინამოელები ესტუმრებიან და მოსწავლეებთან სახალისო საფეხბურთო მატჩს გამართავენ.
მის.: ნ. რამიშვილის ქ. #6, ქართულ-ამერიკული სკოლა
25 სექტემმბერს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საკომიტეტო მოსმენა ჩატარდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართება.
ბორჯომი, სასტუმრო „Crowne Plaza“
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლების, ლეილა ტაბატაძისა და მამუკა კოტეტიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტყვია სურსათში – რა აჩვენა შემოწმებამ, რომელი სასურსათო პროდუქციის ნიმუშები აღმოჩნდა ტყვიით დაბინძურებული. საქართველოს რომელი ქალაქების ნიადაგებში გამოვლინდა ტყვიის შემცველობა.
მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
25 სექტემბერს 12:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: რუსთაველის გამზ. №52
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914
25 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუციპალიტეტის საკრებულოში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ეთნოფესტი 2018“.
25 სექტემბერს, 13:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პრეზენტაცია „საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში: „საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018,“ რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრება.
მის.: კალისტრატე ქუთათელაძის ქ. 3
25 სექტემბერს, 13.00 საათზე, თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის რეგისტრირებული კანდიდატის რანგში საინიციატივო ჯგუფის ოფისში წარსდგება ჟურნალისტების წინაშე.
მის: კოსტავას 6, მეორე სართული (რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ)
საკონტაქტო ტელეფონი: 599 197 100
25 სექტემბერს, 14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
25 სექტემბერს, 14:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე პედაგოგებისთვის ნატოს შესახებ სემინარს გახსნიან.
მის.: წინამძღვრიშვილის ქ. #162
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555101040
25 სექტემბერს, 16:30 საათზე, ლიტერატურული პრემია „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს წარდგენა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საბჭოს ახალი წევრები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მის.: მარჯანიშვილის #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი
25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის მისიის ვიზიტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)
25 სექტემბერს, 15:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის სამუშაო შეხვედრა რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან, უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).
25 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

























