ანონსი 24 სექტემბერი

24 სექტემბერს, 09:30 საათზე, საკონფერენციო დარბაზში ,,რესპუბლიკა“, საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. 150-მდე საკრებულოს წევრი ქალი შეხვდება მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.
24 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო “Radisson Blu Iveria“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
24 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში მამა დავით ისაკაძისა და დეკანოზ დავით ლასურაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მარიხუანას კულტივაციის საკითხი; პატრიარქის განცხადება.
მის.: აკაკი წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
24 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
24 სექტემბერს, 10:30 საათზე, ეკოლოგი და გაეროს ექსპერტი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მკვლელი ტყვია - ტყვია ნიადაგში, ტყვია ზეთოვან საღებავში, ტყვია ჰაერში, ტყვია პარფიუმერიასა და სამკაულებში.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
24 სექტემბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
მის.: ბოჭორმის ქ. #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
24 სექტემბერს, 11:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“, სპორტსმენებს შეხვდება.
24 სექტემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის.: ბოჭორმის ქ. #12
24 სექტემბერს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი სუფროსი ლელა სტურუა “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ტყვია ადამიანის ორგანიზმში და სახელმწიფო ღონისძიებები.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
24 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „კასტელო მარეში“ (აჭარა, ციხისძირი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის“ (BNSR), სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით კონფერენცია გაიმართება. თემა: აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელის ყოველწლიური შეხვედრა.
საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03
24 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მსოფლიო ბანკის დასკვნა საქართველოში მშენებარე ჰესებზე ; რა გავლენა ექნება ჰესებს ელექტროენერგიის ტარიფზე, გაიზრდება, თუ არა ელექტროენერგიის ფასი ჰესების გამო?
მის.: აკაკი წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
24 სექტემბერს, 11:30 საათზე, სასტუმროში “რუმს ჰოტელ თბილისი“, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მონაწილეობით მრგვალი მაგიდა: “საქართველოს გამოწვევები ენერგეტიკის სფეროში და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესი“ გაიმართება.
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" ლიდერები შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც განცხადებები გაკეთდება.
თემა: ელიტური კორუფცია; ე.წ. ფეიკ ნიუსები.
მის.: ჭავჭავაძის #29
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, ამომრჩეველს კულტურის ცენტრში შეხვდება.
მის: ოდისეი დიმიტრიადის #1 (ახალი ოპერა; სადგურის გვერდით)
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება
მის.: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული, აქართველოს ეროვნული ბანკი
24 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
24 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
24 სექტემბერს, 14:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრას გახსნის.
თბილისი, საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
24 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
24 სექტემბერს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერის წარდგენა და შეხვედრა ხელნაწერის ჭედური ყდის ავტორთან, მსოფლიოში ცნობილ მოქანდაკესთან გუჯი ამაშუკელთან, რომელიც საფრანგეთში 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, პირველად ეწვევა საქართველოს.
მის.: რუსთაველის გამზ. #3
24 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

























