ანონსი 22 სექტემბერი

  ანონსი 22 სექტემბერი

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, ვაკის პარკიდან საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონი „დღე მანქანის გარეშე“ გაიმართება, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დასრულდება.

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის ხელმძღვანელთან ერთად გახსნის.

მის.: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. #16, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი"

საკონტაქტო პირი ლალი ლაშხი - 577 71 00 79

22 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ს მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსის ეზო

22 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ღია უნივერსიტეტში საექსპერტო მრგვალი მაგიდა: „ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და კავკასია“ გაიმართება.

მის.: უნივერსიტეტის ქ. #2

საკონტაქტო პირი შორენა გონგლაძე - 577 20 44 22

22 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

საკონტაქტო პირი თაკო - 593 61 66 70

22 სექტემბერს, 12:00 საათზე საბურთალოს ქუჩის #85-ის მოსახლეობა მიმდებარე კლდის მოჭრისა და კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს.

22 სექტემბერს, 13:00 საათზე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოგებული საქმე: მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ.

მის.: კანდელაკის ქ. N23

22 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

22 სექტემბერს, 17:00 საათზე, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში გაიხსნება ვიეტნამური გამოფენა “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“.

მის.: მიტროფანე ლაღიძის ქ. N1

საკონტაქტო პირი სალომე ქარელი - 591 07 96 89

22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკთან ბათუმის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ბათუმი ჯობს“ ჩატარდება.

საკონტაქტო პირი ანა გზირიშილი - 555 36 22 63