ანონსი 20 სექტემბერი

20 სექტემბერს, 10:30 საათზე, ქალაქ გარდაბნის N4 საჯარო სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.
20 სექტემბერს, 10:30 საათზე, იეზიდური თემის წარმომადგენელი აგიტ მირზოევი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული უმცირესობები (იეზიდები) მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
20 სექტემბერს, 11.00 საათზე, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის მონაწილე სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.
20 სექტემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი ამირან გელაშვილი “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული უმცირესობები მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
20 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები; საქართველოში მარიხუანას კულტივაციის საკითხი.
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
20 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, აფხაზეთის ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართება.
მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. #68
20 სექტემბერს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: განათლებაში არსებული პრობლემები
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
20 სექტემბერს, 11:45 საათზე, დუშეთში სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო ტელ.: 591 41 08 41
20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში თბილისიმარათონის პრესკონფერენცია გაიმართება.
20 სექტემბერს, 11:30 საათზე, „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული უმცირესობები (აზერბაიჯანელები) მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას სიტყვით გახსნის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
20 სექტემბერს, 13:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ექსპერტის განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: განათლების სისტემის რეფორმა
მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
20 სექტემბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი შენგელაიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება.
მის: სოფელი დიღომი, სარაჯიშვილის ქ. #24
20 სექტემბერს, 15:00 საათზე, „რუსთავქალაქობა 2018"-ის ფარგლებში, რუსთავში ეთნოფესტივალი გაიმართება.
მის.: კოსტავას გამზ. #1-ის მიდებარე ტერიტორია, კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი
საკონტაქტო პირი თამარ აქუბარდია - 591013400
20 სექტემბერს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ქუთაისში იმერეთის რეგიონის ბიზნესსსუბიექტებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: ქუთაისი, რუსთაველის #3, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.
საკონტაქტო პირი ანა მაჭავარიანი - 599 80 55 99
20 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში „იკარუსი“ გაიმართება სამუშაო ადგილზე/საწარმოებში დუალურ პროფესიულ სწავლებაზე პასუხიმგებელი პირების ე.წ ”მულტპლიკატორების“ სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.
მის.: მარშალ გელოვანის გამზ. #4
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415
20 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამბროლაურში, კულტურის ცენტრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვედება.
20 სექტემბერს, 19.00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ #მამები #სიმართლისთვის გაიმართება აქცია-პერფორმანსი ,,ჭუჭყიანი სარეცხი"
საკონტაქტო ნომერი 555000321

























