ანონსი 17 სექტემბერი

 ანონსი 17 სექტემბერი

17 სექტემბერს, 19:00 საათზე, „მამები სამართლისთვის“ ორგანიზებით პარლამენტიდან 51-ე საშუალო სკოლამდე მსვლელობა ,,სწავლა დათო სარალიძის გარეშე დაიწყო" გაიმართება.

საკონტაქტო ნომერი: 591 05 16 01

17 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში “არტთერაპია - ხელოვნება გადაგვარჩენს“ შეხვედრის სტუმარი ბორენა ნაჭყებია იქნება.

მის.: ჩახრუხაძის ქ.17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

17 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლის ბაღში შოთა ჩანტლაძის ლექსებს პოეტები და პოეტის პოეზიის თაყვანისმცემლები წაიკითხავენ.

17 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისი გალერეაში (კავეა, I დარბაზი) პარტია "გირჩის" განათლების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ანა გვარიშვილი - 593543414