ანონსი 3 სექტემბერი

4 სექტემბერს, 09:45 საათზე, საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი ნორიკო სუზუკი ხელს მოაწერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის სასესხო შეთანხმებას.
მის: საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩიტაძის #4
4 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტის გარემოს დაცვის საკითხებში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ ბუაჩიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: რა აბინძურებს ჰაერს? - პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჩატარებული კვლევა.
მის: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
4 სექტემბერს, 11:00 საათზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის ცერემონია გაიმართება. სკოლას გახსნიან ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე. მედიის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ 10:00 საათზე.
მის: წყნეთის გზატკეცილი 35, ,,New School“-ის ტერიტორიაზე.
4 სექტემბერს, 11:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საზოგადოებას 2018 წლის აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს.
მის: სასტუმრო „იოტა", ლერმონოტოვის ქ. 10
4 სექტემბერს, 11:00 საათზე, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დაზარალებულის ჩვენებაზე აგებული ბრალდება და საქმეში არსებულ მტკიცებულებთან მიმართებაში დაზარალებულის ჩვენების აბსურდულობა
მის.: სააკაძის დაღმართი 6, მე-2 სართული, ოფისი 6
4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაSიას“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი, ცესკო-ში, აუდიო ჩანაწერის სრულ ვერსიას წარადგენს.
თემა: დავით ფეტვიაშვილის საქმე
საკონტაქტო პირი- თამარა ჯინჭარაძე 551 66 25 25
4 სექტემბერს, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს. მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის 144
საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
4 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ლარის კურსი, მიმდინარე პროცესები.
მის: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
4 სექტემბერს, 12:00 საათზე, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
თემა: „დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის და რეკომენდაციების განხილვა“.
მის: თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
4 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ ჭიათურაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
4 სექტემბერს, 12:00 საათზე, თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID REAP-ის მხარდაჭერით, თელავში, სასტუმროში „ძველი თელავი“ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება.
მის: ჩოლოყაშვილის #1
4 სექტემბერს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ევროკომისართან, იჰანეს ჰანთან შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
4 სექტემბერს, 14:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტარო კონოსთან შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
4 სექტემბერს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
4 სექტემბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
4 სექტემბერს, 16:30 საათზე, ვარკეთილის მეტროსთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიას გააგრძელებს.

























