ანონსი 18 მაისი

18 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "რუმსში" რატი და კახი ერაძეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
მის.: კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო პირი თათია გვეტაძე - 599 502603
18 მაისს, 19.00 საათზე, მწერალთა სახლში, ქართველი მწერლები, გამომცემლები და თბილისის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები გამართავენ აქცია - პერფორმანსს #არაცენზურას! მიმართავენ ხელისუფლებას არ მიიღონ ახალი კანონპროექტი შესაბამისი ფორმით, რაც ცალსახად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მიმართავენ საერთაშორისო პენცენტრს.
18 მაისს, 19:30 საათზე, „არტარეაში“ ქვეყნის საუკეთესო ხუთი გუნდი გამოვლინდება, რომლებიც კანის ფესტივალზე საქართველოს სახელით მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. კანის ლომების წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი ბანკი და საქართველოს ტექნოლოგიური პარკი.
18 მაისს, 20:00 საათზე, მუზეუმის ღამეს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას დაგეგმილი აქვს კომპლექსური ღონისძიება: ,,მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად”.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #103, არტოს ბაღი
საკონტაქტო პირი ნანა ცინაძე - 598 57 94 52

























