ანონსი 26 აპრილი

26 აპრილს, 16:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ პროექტის - "ქართველი მეფეები" მეოთხე ტომის, „გიორგი III“-ს წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება. წიგნის „გიორგი III“ ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ სტეფნაძე. საჯარო ლექციას წიგნისა და გიორგი III-ს მეფობის შესახებ ჩაატარებს პროექტ „ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელი, ისტორიის პროფესორი ჯაბა სამუშია.
მის.: გაგარინის მოედანი, კანდელაკის ქ.#7
საკონტაქტო პირი ნათია ზაქარაძე - 558 151 583
26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
26 აპრილს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია" გაიხსნება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #3
26 აპრილს, 18:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემატიკაზე - ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1918-1939 წლებში, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი დავით ყოლბაია.
26 აპრილს, 19:00 საათზე. ტექნოპარკში „სოლიდარობის ფონდი“ ონკოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს გამართავს.
საკონტაქტო ტელ.: 593 970 570
26 აპრილს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ უკრაინის კინოფესტივალ „უკრაინა ფოკუსში“ გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება პრეს-ბრიფინგი. გახსნას დაესწრებიან უკრაინის კულტურის მინისტრი, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კინოსახლის წარმომადგენლები.
26 აპრილს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" უკრაინული კინოს "უკრაინა ფოკუსში" გახსნა გაიმართება.

























