ნოდარ ხარშილაძე - მიდგომა - რუსეთი არ გავაღიზიანოთ, არ უნდა გულისხმობდეს მასთან მიმართებაში სრულ დათმობებზე წასვლას და ქვეყნის შიგნით პროცესების სამართავად სრული კარტ-ბლანშის მიცემას

საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხებსა და ამ თვალსაზრისით ხელისუფლებისა და საზოგადოების ამოცანებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის ექსპერტს, ნოდარ ხარშილაძე ესაუბრა.
- ბატონო ნოდარ, პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანლის ბატონ ვახტანგ გომელაურის ანგარიში მოისმინა, რომელზეც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეეზე საუბარი ნამდვილად იყო, მაგრამ იმაზე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში რა უნდა აკეთოს ერთი მხრივ ხელისუფლებამ, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებამ, ამაზე პრაქტიკულად არაფერი თქმულა.
გასაგებია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლება საჯაროდ ბევრს ვერ ისაუბრებს, მაგრამ სუს-ის უფროსის მხრიდან ხელისუფლების ქმედებებზე ალბათ შესაძლებელი იყო იმაზე მეტი მოგვესმინა, ვიდრე მოვისმინეთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით, პარლამნეტში სუს-ის ხელმძღვანლის ანგარიშს?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას - ძალიან ცუდია რომ სუს-ის უფროსის ანგარიში, რომელიც საფრთხეეების შეფასებას ეხება, წერილობითი სახით ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ადრე საქართველოს ხელისუფლება ამგვარ ანგარიშებს ამზადებდა და მათი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყო. თუ სწორად მაქხსოვს, უკნასკნელი 2010 წელს მომზადდა და 2013 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. მას შემდეგ ღია ვერსია არ მომზადებულა. ახლა, რამდენადაც ვიცი ახლა ღია ვერია კი არა, ანგარიშის დახურული ვერსიაც არ ყოფილა ხელმისაწვდომი.
კარგია, რომ სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტში მივიდა და ანგარიშით წარსდგა, მაგრამ მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც თავისი გადასახადებით სუს-ს აფინანსებს
სუს-ის ხელმძღვანლის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში იმის მცდელობა იყო, რომ ეს უწყება გარკვეულ თემებსა თუ პრობლემებზე კონკრეტულ საქმიანობას ეწევა და გააჩნია ხედვები თბილისში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ. ასევე პანკისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. შესაძლოა, ეს უკანასკნელი ოპერაცია ტაქტიკური თვალსაზრისით წარმატებული იყო, მაგრამ სტრატეგიულად, თუნდაც ინფორმაციული თვალსაზრისით რომ პრაქტიკულად სრული კატასტროფა მივიღეთ, ამას ვხედავთ.
კარგია, რომ სუს-ის უფროსი პარლამენტში მივიდა და ანგარიშით წარსდგა, მაგრამ ჩემი აზრით, სუსის უფროს ანგარიში აქვს ჩასაბარებელი ჩვენს ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც თავისი გადასახადებით სუს-ს აფინანსებს.
- დარჩა შთაბეჭდილება, რომ რაც შეეხება საფრთხეებს, ბატონმა გომელაურმა თითქოს ყველა მთავარ გარე და საშინაო საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. შესაძლოა, იგი საჯაროდ ბევრი რამის თქმას მოერიდა, მაგრამ თქვენ ამ თემაზე კიდევ რას დაამატებდით?
- ასეთი სახის ანგარიშები, მით უმეტეს დახურულ შეხვედრაზე უნდა იყოს ბევრად უფრო დეტალური და იმაზე, პირველ რიგში რაც ვაკეთებთ იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
სუს-ის ამგვარი ანგარიშები უფრო ანალიტიკური სავარჯიშოა იმაზე, თუ რა გვემუქრება, და არა იმაზე, რა შეგვიძლია, ან რას ვაკეთებთ საფრთხებთან გასამკლავებთან. ჩემი აზრით, ეს ნაწილი ამ ანგარიშს აშკარად აკლდა
წინააღმდეგ შემთხვევაში სუს-ის ამგვარი ანგარიშები უფრო ანალიტიკური სავარჯიშოა იმაზე, თუ რა გვემუქრება, და არა იმაზე, რა შეგვიძლია, ან რას ვაკეთებთ საფრთხებთან გასამკლავებთან. ჩემი აზრით, ეს ნაწილი ამ ანგარიშს აშკარად აკლდა.
- სუს-ის შეფის ვახტანგ გომელაურის ანგარიშზე ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარები საკმაოდ კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, მათზე ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხები საკმაოდ ბუნდოვანი გახლდათ.
ასე მაგალითად, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები - რატომ არ ავლენს ხელისუფლება და არ ასაჯაროებს საქართველოში არა ერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობას, მათ შორის სპეცსამსახურების აქტიურობას, ასევე არ ასაჯაროებს ამავე სპეცსამასახურების მეშვეობით მტრული ქვეყნების სატელიტი პოლიტიკური ძალების დაფინანსების ფაქტებსა და სამთავრობო სტრუქტურებში ინფილტრაციის მცდელობებს. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- ანგარიშმა იმიტომაც დაიმსახურა არა მარტო ოპოზიციის, არამედ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის კრიტიკა, რომ იგი სრულყოფილი აშკარად არ იყო. სუს-ის უფროს არ წარმოუდგენია შექმნილ ვითარებაში არანაირი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, განხილვის ფორმაც იყო საკმაოდ ზოგადი.
რაც შეეხება სპეცსამსახურების, მათ შორის კონტრდაზვერვით საქმიანობას, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სუს-ის ანგარიშის მიხედვით უცნაურ სურათს ვიღებთ - რუსეთს, რომელსაც სსრკ-ს პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის ჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურები, ადამიანური დაზვერვის ქსელი, რომელსაც იგი ყველა ქვეყანაში აქტიურად იყენებდა, განსაკუთრებით მის სამეზობლოში, რუსეთს დღეს ეს დაზვერვა ჰყავს მთელ მსოფლიოში, საქართველოს გარდა.
სუს-ის ანგარიშის თანახმად უცნაურ სურათს ვიღებთ. რუსეთს, რომელსაც სსრკ-ს პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის ჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურები, ადამიანური დაზვერვის ქსელი, რომელსაც იგი ყველა ქვეყანაში აქტიურად იყენებდა, განსაკუთრებით მის სამეზობლოში, რუსეთს დღეს ეს დაზვერვა ჰყავს მთელ მსოფლიოში, საქართველოს გარდა
ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ მიმართულებით სუს-ში რაღაც კეთდება, ან ძალიან ცოტა კეთდება, მაგრამ ფაქტია, ისე ვიქცევით, თითქოს საქართველოსთვის რუსული საფრთხე არ არსებობს.
არ მახსენდება, რომ სუს-ს ოპერაცია ჩაეტარებინოს და ეს მაშინ, როცა ყველამ კარგად ვიცით, არა მარტო შეგრძნების დონეზე, არამედ ფაქტობრივად, რომ რუსეთს საქართველოში თავისი სპეცსამსახურების და მათზე მომუშავე აგენტების ძალიან დიდი ქსელი აქვს. ასეთ ვითარებაში ჩვენი სუს-ის მიერ ქვიშაში თავის ჩადება ცოტა უცნაურად გამოიყურება.
შესაძლოა, ეს სუს-ის მხრიდან უფრო დიდი თამაშის ნაწილია, რომლის თამაშსაც ისინი ცდილობენ. მხედველობაში მაქვს მიდგომა - რუსეთი არ გავაღიზიანოთ. მაგრამ, ჩემი აზრით ეს არ უნდა გულისხმობდეს რუსეთთან მიმართებაში სრულ დათმობებზე წასვლას და ქვეყნის შიგნით პროცესების სამართავად სრული კარტ-ბლანშის მიცემას.
- არავინ დავობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დღევანდელი რუსეთის ყველაზე მძლავრი და მოქმედი იარაღი დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ზრდა და ე.წ. ჰიბრიდული ომის წარმოებაა, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივ აზრში მოხდეს ცვლილება ქვეყანის მიერ დეკლარირებული საგარეო ვექტორის საზიანოდ.
არა ერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ მიზანს საქართველოში მეტ-ნაკლები წარმატებით ახორციელებს, რის დასტურადაც მოჰყავთ ევროკავშირთან, ანაც ნატოსთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობებში უკვე მომხდარი გარკვეული ცვლილებები.
თქვენც თვლით, რომ რუსეთი საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად საკმაოდ წარმატებით საქმიანობს?
- ჩემი აზრით, რუსეთი საქართველოში არა ერთი მიმართულებით საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. რუსეთისთვის საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომი დასავლეთთან დაპირისპირების ნაწილია. რუსეთი საქართველოში უპრობლემოდ აწარმოებს დასავლეთთან საინფორმაციო ომს. ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს ეხება. საქართველოში თავისუფლად საქმიანობენ ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა პროეტებს უფინანსებს.
საინტერესოა ისიც, რომ რუსეთს საქართველში ძალიან ჭკვიანური მიდგომა აქვს. იგი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მიდგომი პოლიტიკას ახორციელებს. საქართველოში რუსეთი არ ცდილობს იმგვარი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, რომლის მიზანი იქნებოდა რუსეთის გაკეთილშობილება.
რუსეთი საქართველოში უპრობლემოდ აწარმოებს დასავლეთთან საინფორმაციო ომს... საქართველოში თავისუფლად საქმიანობენ ორგანიზაციები, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა პროეტებს უფინანსებს
რუსეთი არ ცდილობს საქართველოს მოსახლეობას უმტკიცოს რომ რუსეთი კარგია. საქართველოში რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ აი ნახეთ - დასავლეთიც ცუდია. აშკარაა, მათ უნდათ დაარწმუნონ ქართული საზოგადოებრივი აზრი, რომ დღევანდელ მსოფლიოში კარგი არავინაა. კი ბატონო, რუსეთი კარგი არაა, მაგრამ არც დასავლეთია კარგი. მას საერთოდ და მათ შორის საქართველოსთვისაც არასწორი ფასეულობები აქვს. დასვლური ფასეულობები საქართველოს დასავლეთთან სრული ინტეგრაციისთვის მიუღებელია. ანუ, კი ბატონო თუ რუსეთი არ გინდათ, არც დასავლეთი არ უნდა გინდოდეთ და ნეიტრალურები იყავით.
ჩემი აზრით, რუსეთის მიერ არჩეული გზა მათთვის საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყურება. ეტყობა მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ დღევანდელ საქართველოში იმის მტკიცება, რომ რუსეთი კარგია, აზრი არა აქვს. მეტიც, შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი იყოს.
თუ რუსეთმა შეძლო ქართული საზოგადოების იმაში დარწმუნება, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს როგორ რუსეთის, ისე დასავლეთის მიმართ, ამის შემდეგ გააქტიურებს თავის მცდელობას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას თავის საგარეოპოლიტიკურ არჩევანზე და პოლიტიკური ნეიტრალიტეტზე გააკეთოს არჩევანი. რაც ავტომატურად ითვალისწინებს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩენას.
საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომლის უმთავრესი საფრთხეები სწორედ რუსეთს უკავშირდება, რუსეთის მიმართ მოქმედების არანაირის რეალური სტრატეგია არ გააჩნია
ვიმეორებ, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა ჭკვიანურია. ეს რომ ასეა, ამაზე ევროპაში მათი მოქმედებაც ადასტურებს. სანამ რუსეთი დასავლეთში, იგივე აშშ-ში დაუკრეფავში არ გადავიდა, რუსეთის ემისრები უპრობლემოდ მუშაობდნენ ამა თუ იმ ქვეყნების პარლამენტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში, კემბრიჯშიც კი.
სუს-ის არ იყოს, საქართველოში რუსეთის მოქმედებას არ ვიმჩნევთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მიმდინარეობს ანტირუსული კომპანია, ამის მსგავსი ჩვენთან არ ხდება.
საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომლის უმთავრესი საფრთხეები სწორედ რუსეთს უკავშირდება, რუსეთის მიმართ მოქმედების არანაირის რეალური სტრატეგია არ გააჩნია. თუ ამგვარი ვითარება კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, სოციალური გამოკითხვის შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება.
- მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის უფროსმა საქართველოს გარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიც იგულისხმა, რაც გასაკვირი სულაც არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხეები სავარაუდოდ, სწორედ რუსეთს უკავშირდება.
გასაგებია, რომ რუსულ საფრთხეებთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ არა ერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, სადაც მათ ამერიკული მხარის მტკიცებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში საკმაოდ იაქტიურეს.
თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რუსეთის რუსეთის წინააღმდეგ ჯერ ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად და შემდეგ მის განსახორციელებლად?
- ჩემი აზრით, რუსული საფრთხეების წინააღმდეგ სასწრაფოდაა გადასადგმელი რამოდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და საზოგადოების მხარდაჭერა.
პირველ რიგში სახელმწიფო დონეზეა გასაცნობიერებელი, რომ რუსული საფრთხეეები რეალურადაა ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხე. ამ ეტაპზე რუსეთითან წამოსული საკმაოდ მზარდი ეკონომიკური პროექტები, სხვათა შორის, მათ შორის ისეთი, რომელიც ტურიზმს უკავშირდება შესაძლოა, საქართველოში რუსი ტურისტების სიმრავლე თავისი არსით მოკლევადიან პერსპექტივაში იყოს მომხიბლავი, მაგრამ იგი საფრთხეებსაც შეიცავს. კერძოდ, ეკონომიკურად, საქართველო კიდევ ერთხელ მიებმება რუსეთს და შემდეგ იგივე რუსეთი ამას საქართველოზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს. ასე მოიქცა რუსეთი მის სხვა მეზობელთან და დიდი ალბათობით ჩვენთან მიმართებაშიც ასე მოიქცევა.
რუსული საფრთხეების წინააღმდეგ სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და საზოგადოების მხარდაჭერა
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა და არა რუსი ხალხი, რომელთანაც ჩვენ ისტორიულად გვაქვს დიდი ხნის ურთიერთობა, დღეს არის საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარი ეროვნული გამოწვევა. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ იშვიათად და ისიც გაკვრით ხდება. რუსეთისადმი ჩვენი ქცევამა მიდგომით - რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.
შექმნილ ვითარებაში, ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსეთის ამგვარ ქცევას ჩვენს მიმართ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენივე გაზრდილი ეროვნული თვითშეგნება. ამაზე სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვნად უნდა მუშაობდეს. ეს ეხება ამ თემებზე მუშაობის გააქტიურებას სკოლებში, უნივერსიტეტებში, ასევე სხვა სფეროებში.
საქართველო ძველი ერის სამშობლოა, მაგრამ იგი ახალი სახელმწიფოა და მას სახელმწიფოს ქონისა და ამავე სახელმწიფოს მართვის გამოცდოლება არ აქვს. რუსული პროპაგანდისგან დასაცავად ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალქეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების, მოქალაქეობრივი განცდისა და ფუნქციის აღდგენა.
ამის გაკეთების აუცილებლობა აშკარაა, ვინაიდან რუსული პროპაგანდა არ ისვენებს და მუდმივად ახსენებს საქართველოს მსოახლეობას იმას, რომ ქართველები სსრკ-ს დროს კარგად ცხოვრობდნენ. ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ეროვნული იდეის, დამოუკიდებელი ქვეყნის ქონისა და მისი დაცვლის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდება მოძალებული რუსული პროპაგანდისათვის.
- რუსული კომპანია „ნტვ+“-ის მიერ საქართველოში 90 რუსული არხის მაუწყებლობის დაწყების პერსპექტივას ოპოზიციურ სპექტრში ხმაური კი მოჰყვა, მაგრამ ამ საკითხში რეალური ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროდემოკრატები“ პარლამენტს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო წინადადებების პაკეტს წარუდგენენ. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი „გამოიჩენს კეთილგონიერებას“ და მხარს დაუჭერს მათ წინადადებებს. თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხში „ევროპული საქართველოს“ წინადადებებს მხარს დაუჭერს?
- თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა დასავლეთის თვალში გამოჩდეს როგორც ანტირუსული პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, მათ „ევროპულ საქართველოს“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირონ.
სხვაგვარად, გაუგებარი იქნება, ვინაიდან, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადმა მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პოლიტიკაში აშკარად არ ჯდება.
თუ „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა დასავლეთის თვალში გამოჩდეს როგორც ანტირუსული პოლიტიკური ძალა, შესაძლოა, მათ „ევროპულ საქართველოს“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირონ
ფაქტია, რომ მარტო რუსული ტელევიზიების საქართველოში არშემოსვლით ეს პრობლემები არ წყდება. ეს საკითხები საკმაოდ კომპლექსურია. დღევანდელი ხელისუფლება იმგვარ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ, მხედველობაში მაქვს - არიქა და რუსეთი არ გავღიზიანოდ, ჩემი აზრით, არა მგონია ნტვ+-ის შემოსვლა-არშემოსვლით რაიმე პრობლემა იქნას გადაჭრილი.
- ვინაიდან ახლა ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული პროცესებია, მას გვერდს ვერ აუვლით. თქვენი აზრით, რა ხდება მმართველ პარტიაში?
- ჩემი აზრით, „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ სტრუქტურაში შეუჩერებელი რღვების პროცესია დაწყებული. ისეთ კოალიციურ და თავისი არსით საკმაოდ ჭრელ გაერთიანებაში, როგორც თავიდან „ქართული ოცნება“ იყო, ამგვარი რამ ყოველთვის გარდაუავალია ხოლმე.
როცა დაპისრისპირება ღია ხასიათს იღებს და ამ კონფლიქტის ფიგურანტები საჯარო სივრცეში ცდილობენ პარტიის შიგნით დაპირისპირება საჯარო გახადონ, ეს იმას ნიშნავს რომ, ამ პარტიაში ნგრევისა და რღვების პროცესი დაწყებულია.
„ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირებული ჯგუფები პრაქტიკულად უკვე გამორიცხავენ ერთ პარტიაში თანაარსებობას. მათ შესაძლოა, ვიღაცამ დააძალოს დროებით შერიგდნენ, მაგრამ მათ შორის პრინციპული განხეთქილება უკვე მომხდარია. ამიტომ, რაც ახლა „ქართული ოცნებაში“ ხდება, ამ პარტიის დასასრულის დასაწყისია
რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას და რამდენად მოწყვლადი იქნება დროის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“, ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე. იგივე იმაზე, თუ როდის და რა ფორმით ჩაერევა ამ პროცესში ბ. ივანიშვილი. ეს ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას მმართველ გუნდში მიმდინარე პროცეებზე და სავარაუდოდ, როგორი იქნება ქვეყანაში სოციალური ფონი.
რადგან „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესი დაწყებულია, ამას ბუნებრივად დააჩქარებს ნებისმიერი მცირე თუ დიდი კრიზისი, რომელიც შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდეს. ვგულისხმობ პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ კრიზის, ანაც სხვადასხვა სფეროებში ინტერესთა გადანაწილების გამო წარმოქმნილი კრიზისს.
„ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირებული ჯგუფები პრაქტიკულად უკვე გამორიცხავენ ერთ პარტიაში თანაარსებობას. მათ შესაძლოა, ვიღაცამ დააძალოს დროებით შერიგდნენ, მაგრამ მათ შორის პრინციპული განხეთქილება უკვე მომხდარია. ამიტომ, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება, ამ პარტიის დასასრულის დასაწყისია.
- ბანკირებთან ფინანსთა მინისტრის, ხოლო ბიზნესმენებთან შს მინისტრის შეხვედრამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. თუ ორივე მინისტრი ბანკირებთან და ბიზნესმენებთან მიმართებაში მთავრობის ერთიან პოლტიკას ატარებენ, ეს მეტ-ნაკლებად გასაგები იქნებოდა რომ არა ერთი რამ.
კერძოდ ის, რომ ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერობის კანდიდატებად მოიაზრებიან და ასეთ ვითარებაში ერთი ბანკირებს, ხოლო მეორე ბიზნესმენებს ხვდება.
თქვენი დაკვირვებით, ფინანსთა და შს მინისტრების ბანკირებთან და ბიზნესმენებთან აქტიურობა სავარაუდოდ, რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებთან, ხოლო მეორე მხრივ, რომელიმე მათგანის სავარუდო გაპრემიერებასთან?
- ჩემი აზრით, პირდაპირ კავშირშია, ვინაიდან ორივე მინისტრის აქტიურობა უფრო პიარკომპანიას გავს, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკას ბანკენთან, ეკონომიკური, ანაც ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში პრემიერის გასაკეთებელ განცხადებებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აკეთებს. მის პოლიტიკურ პიარზე საკმაოდ დიდი რესურსი და დრო იხარჯება. ვხედავ მცდელობას, რომ მასში საზოგადოებამ კარგი რეფორმატორი და ენერგიული მენეჯერი დაინახოს.
მედიაში აქტიურობით ასევე გამოირჩევა შს მინისტრი გიორგი გახარია. ისიც ხშირ შემთხვევაში ცდილობს პრემიერის გასაკეთებელი განცხადებები აკეთოს. ფაქტია, რომ ორივე მინისტრი ცდილობს გადაფარონ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივეს უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა შეიძლება ჩაანაცვლოს კვირიკაშვილი.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ივანიშვილი კვირიკაშვილის ჩანაცვლებაზე ახლა არ ფიქრობს. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამგვარი საჭიროებისათვის, იგი თავისივე მზადყოფნისთვის საფუძველს ამზადებს
ვინაიდან, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს სტრატეგიულად შეიძლია მრავალსვლიანი სვლების გაკეთება. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილის შემცვლელის ძიებაში და საჭიროების შემთხვევაში მას ჩანაცვლებს. მაგრამ, კვირიკაშვილის შემცვლელი შესაძლოა სულაც არ აღმოჩდეს არც ბახტაძე და არც გახარია.
ჩემი დაკვირვებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ივანიშვილი კვირიკაშვილის ჩანაცვლებაზე ახლა არ ფიქრობს. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამგვარი საჭიროებისათვის, იგი თავისივე მზადყოფნისთვის საფუძველს ამზადებს. საერთოდ, იმაზეც აუბრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილი სერიოზულად გეგმავს „ქართულ ოცნებაში“ სტრუქტურული ცვლილებებისა და ახალი საკადრო პოლიტიკის გატარებას.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























