ანონსი 11 აპრილი

11 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
მის.: თავისუფლების N1, თბილისის საკრებულო; თამარ მეფის დარბაზი.
საკონტაქტო პირი გია გაბრიჭიძე - 555 591 668
11 აპრილს, 20:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: ანტონ კათალიკოსის #3

























