ანონსი 3 აპრილი

3 აპრილს, 19:00 საათზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გაიმართება მე-7 პროექტის – "ქართული ენისა შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის", დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც ფერეიდნელები ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ.
3 აპრილს, 19:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართება.
თემა: „ტატუნაშვილის საქმე და სახელმწიფოს რეაგირება“.
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ის I კორპუსის 214-ე აუდიტორია.
საკონტაქტო პირი თათია ვახტანგაძე - 598 55 32 72
3 აპრილს, 19:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფოტოექსპოზიცია, სახელწოდებით „ჩემი გოგო“ გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზირი #6, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თეთრი დარბაზი
საკონტაქტო პირები: ეკა მიმინოშვილი 593 96 73 53; ლიკა სანთელაძე 599 35 36 25

























