ანონსი 31 მარტი

31 მარტს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
31 მარტს 14.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გორში რეგიონულ კონფერენციებს გამართავს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
მის.: გორი, ჭავჭავაძის ქ. #24, გორის თეატრი
31 მარტს, 15:00 საათზე „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი.
31 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საერთო-სახალხო რეფერენდუმის ჩატარების დღეს აღნიშნავს.
მის.: ზანდუკელის ქ. #1
31 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პედიატრის, ირაკლი ფაღავას ხსოვნის საღამო ჩატარდება.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, ადმინისტრაციული კორპუსი
31 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
მის.: ზანდუკელის ქ. #16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72
31 მარტს 18.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახალციხეში რეგიონულ კონფერენციებს გამართავს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
მის.: ახალციხე, თამარ მეფის ქ. #6, ახალციხის თეატრი

























