ანონსი 19 მარტი

  ანონსი 19 მარტი

19 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

19 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

19 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

19 მარტს, 17:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ხელოვნების სახლ „ჰორიზონტის“ მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა გადაეცემა მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლს „სიკეთის ლამპარი“.

მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

19 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება.

მის.: გუდიაშვილის ქ. #7; მე-3 კორპუსი.

19 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციის პოლკოვნიკის, თვითნასწავლი მხატვრის ზაურ მჟავანაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

მის.: გუდიაშვილი ქ. #7

საკონტაქტო პირი ნუნუ მჟავანაძე - 574 18 17 18

19 მარტს, 18:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის სოფო კილაძისა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით გაიმართება ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა, სახელწოდებით “ბავშვები ბავშვებისთვის“.

მის.: თბილისი, ც. დადიანის ქ. N26, კულტურის ცენტრი არტ-ჰოლი

19 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

საკონტაქტო პირები: თეა მუქერია - 514 17 71 17; თამუნა მიქაძე - 598 587 467

19 მარტს, 19:00 საათზე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები ერთობლივ პერფორმანსს „47=46“ გამართავენ.

მის.: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. #101/1.