ანონსი 14 მარტი

 ანონსი 14 მარტი

14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.

საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი -598 15 65 73

14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (თავისუფლების მოედანი) საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საქართველოს კაპიტალი“-ს სამომავლო გეგმები და პროექტები. კერძოდ, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოზიდული ინვესტიციები და ამ თანხების ინვესტირება ქართულ კომპანიებში.

14 მარტს, 16:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და Give an Hour-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, ბარბარა ვან დალენს, ვიცე-პრეზიდენტ რენდი ფელპსსა და Allied Forces Foundatios-ის პრეზიდენტს, სტიუარტ ტეილორს შეხვდებიან.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

14 მარტს, 17:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“ და მისი თანამდევი კანონპროექტების შესწავლასთან დაკავშირებით (N07-3/95; 18.10.2017) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

14 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის ფარნა-ბექა ჩილაშვილის ახალი თარგმანის - "თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია - არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან" ("Sessiz Harfler Antolojisi - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler") - პრეზენტაცია გაიმართება.

14 მარტს, 18.30 საათზე, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა“-ში (თბილისი, ვარდების მოედანი) პროექტ Check in Georgia-ს დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.