ანონსი 12 მარტი

12 მარტს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე გამართავს ბრიფინგს 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელთან დაკავშირებით.
მის: სანაპიროს # 2, (იუსტიციის სახლი), მე-4 სართული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
12 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419
12 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
12 მარტს, 15:00 საათზე, ფოლკლორის სასახლეში (არტოს ბაღში) გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი სკოლის - ,,მართვეს" რეორგანიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
12 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

























