ანონსი 6 მარტი

 ანონსი 6 მარტი

6 მარტს, 18:00 საათზე, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 მარტს, 18:30 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“.

მის: სიონის ქ. 8

6 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფილმის „მე მივდივარ ერევანში“ პრეზენტაცია.

მის: გუდიაშვილის ქ. 7

6 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს გეშტალტ ინსტიტუტსა და იტალიის გეშტალტ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: პაოლო იაშვილის 22 ( საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი)

საკონტაქტი პირი: ელენე გამეზარდაშვილი 577 177 517

6 მარტს, 19:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში მინიფეხბურთში სიმბოლური მატჩი გაიმართება, რომლის დროსაც ერთმანეთს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გუნდი საქართველოს საპარლამენტო ნაკრების გუნდს შეხვდება.

მის. უნივერსიტეტის ქუჩა

საკონტაქტო: 558 790 772 თინათინ მედულაშვილი