ვაჟა ბერიძე - პრემიერი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ ვერ გახდა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ხოლო პარლამენტი თავზე არ იღებს პოლიტიკური პროცესების კოორდინატორის მისთვის ორგანულ ფუნქციას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პოლიტიკოსებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ ბევრი კომენტარები კი აკეთეს, მაგრამ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არც საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება და არც საპროტესტო წერილები ასეთ შემთხვევაში საქმეს არ შველის.
მესმის რომ ცხინვალთან და სოხუმთან დაკავშირებული პრობლემები მრავალ პრობლემურ თემას უკავშირდება, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ქართული მხარე ეფექტურად რომ ვერ მოქმედებს, ფაქტია...
- უწინარეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობა და როგორც ნებისმიერი მძიმე დანაშაული, იგი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა დამნაშავეთა დასჯის თვალსაზრისით.
ყველა ბერკეტი უნდა იქნას ამოქმედებული, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აიძულოს რუსეთი, არ დაფაროს დამნაშავეები, როგორც ეს მოხდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში. ამ მხრივ დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველა რესურსი უნდა იქნას მობილიზებული.
კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატოსთან შემდგომ დაახლოებას, ჯაველინების შესყიდვას, საჰაერო თავდაცვითი სისტემებით ქართული არმიის აღჭურვას, ნატოს ეგიდით წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე, მოჰყვება საოკუპაციო რეჟიმების გათავხედება, მკვლელობები და ამას მთავრობა ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს
ერგნეთის ფორმატი ამ მხრივაც უსუსურია, არაფრის მომცემი და იგი ეფექტური და ქმედუნარიანი უნდა გახდეს ან სხვა გზები მოიძებნოს, რათა მოქალაქეები, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ ისინი, თუ საოკუპაციო რეჟიმის, მსხვერპლად არ ეწირებოდნენ განუკითხაობას.მეორე მხრივ, კონფლიქტის გლობალური მოწესრიგების გარეშე ასეთი ფაქტების თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ ეტაპზე არცთუ გონივრულ, მაგრამ იძულებით ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ დანარჩენი საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პირიქით მოქალაქეთა მიმოსვლის, მათ შორის ეკონომიკური აქტივობის, დროებით შეწყვეტა სიტუაციის დარეგულირებამდე.
ჩვენ და პირველ რიგში ხელისუფლებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატოსთან შემდგომ დაახლოებას, ჯაველინების შესყიდვას, საჰაერო თავდაცვითი სისტემებით ქართული არმიის აღჭურვას, ნატოს ეგიდით წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე, მოჰყვება საოკუპაციო რეჟიმების გათავხედება, მკვლელობები, ხანძრები ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე და ა.შ. ამას მთავრობა ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს.
უნდა გადაიხედოს რუსეთთან და ოკუპირებულ რეგიონებში მოქმედ მარიონეტულ რეჟიმებთან ურთიერთობის პრაქტიკა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი - ერგნეთი, ჟენევა, აბაშიძე–კარასინი – ეს არაეფექტური და არაეფექტიანი ფორმატებია, რომლებიც ბევრს ვერაფერს მატებს სიტუაციის კარდინალურად დარეგულირებას, ან თუნდაც ადმინისტრაციული საზღვრის იქეთ და აქეთ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
დეოკუპაციის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მართებულ მიდგომას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში არაღიარების პოლიტიკის განუხრელ დაცვას, უნდა დაემატოს რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი, რაც უნდა ძნელი და ბევრი წინააღმდეგობის შემცველი უნდა იყოს ეს. აქ აკვიატებული პოზიცია, რომ ასეთი დიალოგს აზრი არ აქვს და ყოველგვარი პირდაპირი დიალოგისას ჩვენ რუსეთი დაგვჩაგრავს, დათმობებს გვაიძულებს, გადასახედია.
დეოკუპაციის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მართებულ მიდგომას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში არაღიარების პოლიტიკის განუხრელ დაცვას, უნდა დაემატოს რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი, რაც უნდა ძნელი და ბევრი წინააღმდეგობის შემცველი უნდა იყოს ეს
უფლებამოსილი პირები და პოლიტიკოსები მუდმივ დიალოგში უნდა იყვნენ აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან. თუ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამას ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ აყენებს, მათი თანადგომა უფრო საგნობრივი, კონკრეტული და ეფექტიანი უნდა იყოს. მხარდამჭერი განცხადებებიდან და მავთულხლართებთან დემარშებიდან ისინი რეალურ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ.ამავე დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი კონფლიქტების დარეგულირების კუთხით საქართველოს მანევრისთვის სივრცეს არ უტოვებს, ის გვთავაზობს პირდაპირ დიალოგს ოსებთან და აფხაზებთან რუსული ავტომატების ლულების ფონზე, რაც ამ დიალოგს აპრიორი უშედეგობისთვის სწირავს.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოსების პრობლემა ისტორიულად ორჯერ გადაწყდა სამართლიანად, როცა ვახტანგ გორგასალმა, რომელსაც ირანის ცალსახა მხარდაჭერა ჰქონდა, ოსები დაამარცხა, ცხენზე ამხედრებული წინ გაუძღვა, კავკასიონი გადალახა და თავიანთ მშობლიურ მიწა–წყალზე დაფუძნებაში დაეხმარა, ხოლო მეორედ უკვე გიორგი ბრწყინვალეს დროს, საილხანოს, კერძოდ კი ჩობან ნოინის მხარდაჭერილმა მეფემ ოსები კავკასიონს გადაღმა გადარეკა.
ორივეჯერ მაშინდელი დიდი ძალის მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი გახდებოდა. ასეა ახლაც. ამდენად, დასავლეთის მხარდაჭერაც უფრო კონკრეტული და რეალური უნდა გახდეს, მით უმეტეს, დღევანდელ საქართველოში არავინ საუბრობს ოსების აყრასა და საქართველოდან გასახლებაზე. ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებია არიან, ჩვენი ძმები, რომლებიც ქართველების ყველა მთავარ ბრძოლაში ჩვენს მხარეს აქტიურად იბრძოდნენ. ქართული ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მონაწილეობდნენ და ქართული ერის მნიშვნელოვან შენაკადსაც წარმოადგენენ.
უფლებამოსილი პირები და პოლიტიკოსები მუდმივ დიალოგში უნდა იყვნენ აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან... პირდაპირი დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უახლოეს მომავალშია დასაწყები
ამიტომაც დღევანდელი ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება მათ სრულფასოვან ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში ეჭვქვეშ არ აყენებს. თუმცა, შეხედულებათა სხვადასხვაობაა მათი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობის თაობაზე, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში მათი ეროვნულ–სახელმწიფოებრივი მოწყობის შესაძლო ფორმები მუდმივი ბჭობის საგანი უნდა იყოს ჩვენსა და ოსებს შორის.ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირდაპირი დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან, რადაც უნდა დაგვიჯდეს, უახლოეს მომავალშია დასაწყები. მანამდე კი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და სხვათა ტრაგიკული ბედი თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად.
- ეკონომიკურ საკითხებში ჩახედული ექსპერტების მტკიცებით, გასულ კვირას, „თი-ბი-სი“ ბანკის ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ პრაქტიკულად სენსაციური განცხადება გააკეთა, როცა განაცხადა - "ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და ბიზნესებს მივცეთ განვითარების საშუალება."
იმავე ექპერტთა აზრით, ხაზარაძის განცხადება აღიარება იყო იმისა, რომ აქამდე ბანკები „არ ითმენდნენ“ და ბაზარზე მათ სასარგებლოდ მონოპოლისტური მდგომარეობით სხვა ბიზნესებს „ძირავდნენ“.
მათივე მტკიცებით, პრაქტიკულად, ბატონმა ხაზარაძემ თქვა ის, რაზეც ბევრი კარგა ხანია ხმამაღლა საუბრობდა - რომ ბანკებს ყველა სფეროში კონკურენტი არ ჰყავდა, მათ ამაში ხელისუფლებაც ხელს უწყობდა და შედეგად არც მცირე ბიზნესი ვითარდებოდა, არც სამუშაო ადგილები იქმნებოდა, მაგრამ ბანკები მაინც ზემოგებას იღებდნენ.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადება?
- ბიზნესმენი და ბანკირი არც ფილანტროპია და არც მიზანთროპი. ასეა მამუკა ხაზარაძეც. იგი უწინარეს ყოვლისა, თავისი და თავისი კომპანიის მოგებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს. მაგრამ, ობიექტურად ის თავისუფალი საზოგადოების, თავისუფალი საქართველოს მშენებელია, ადამიანთა დასაქმებაზე ზრუნავს. ამავე დროს, ხაზარაძე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. მან იგრძნო სიტუაციის სირთულე, დრამატიზმი და შეეცადა ახალი მიდგომების ინიციატორად მოვლენოდა საზოგადოებას, რაც ცალსახად მისასალმებელი და დროულია.
ბიზნესმენი და ბანკირი არც ფილანტროპია და არც მიზანთროპი. ასეა მამუკა ხაზარაძეც. ამავე დროს, ხაზარაძე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. მან იგრძნო სიტუაციის სირთულე, დრამატიზმი და შეეცადა ახალი მიდგომების ინიციატორად მოვლენოდა საზოგადოებას, რაც ცალსახად მისასალმებელი და დროულია
ჩვენი ნამდვილი არასამთავრობოები და ნამდვილად თავისუფალი მედია უკვე კარგა ხანია ხმამაღლა აპროტესტებენ ისეთ ვითარებას, როგორადაც რეალობის შესალამაზებლად და გადასაფარად ვთქვათ, ,,საქართველოს ბანკის“ მიერ არაპროფილური ბიზნესებისა და საინვესტიციო საქმიანობის სტრუქტურულად ცალკე გატანა შეიძლება დავასახელოთ, როცა ამ ბანკმა ,,BGO ჯგუფი“ შექმნა, რაც საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად და არაპროფილური ბიზნესების ბანკებიდან გამოტანის თაობაზე საზოგადოების, ექსპერტების სამართლიანი მოთხოვნის საპასუხოდ გაკეთდა.საბანკო სექტორი საქართველოში განვითარებულია და ეს კარგია, თუმცა ის ძირითადად იხდის მოგების გადასახადს, მაშინ, როდესაც ბიზნესის სხვა სახეობები იხდიან დღგ-ს, აქციზს და ა.შ. ბანკებს მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვთ, ვიდრე დანარჩენ ეკონომიკას. ბანკების საქმიანობის, ეკონომიკაში მათი წვლილის შესახებ, რამდენიმე ფაქტს გამოვყოფდი:
ქართული ბანკები მომგებიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერ პოზიციებზე არიან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბანკების მოგება 2%-ს შეადგენს, რითაც ისინი მსოფლიოს ხუთეულში არიან, მაგალითად აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 1%-ია.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოცულობაში (ასევე მშპ-სთან მიმართებაში) საქართველოს საბანკო სისტემა, მაგალითად, პირველ ადგილზე მყოფ ავსტრალიას თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება, ამ პარამეტრის გათანაბრებით, საქართველო ეკონომიკების ზომასთან შედარებით ბანკების მოგების სიდიდით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
მომგებიანობის მხრივ რომ ქართული საბანკო სექტორი ლიდერია, ამას მოწმობს სხვა მაჩვენებელიც, კერძოდ კაპიტალზე უკუგება (ROE). ეს გვიჩვენებს, რომ თითოეულ დაბანდებულ ლარზე, დოლარზე და ა.შ., რამხელა მოგებას ნახულობს აქციონერი საქართველოში, აშშ-ში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ მხრივ, პრაქტიკულად, ვერ იპოვით ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოში საბანკო სექტორი უფრო მეტ სარგებელს იღებს ეკონომიკისგან, ვიდრე ეკონომიკა საბანკო სექტორისგან. ამდენად, მთლიანობაში მამუკა ხაზარაძის გამოსვლა მისაღები, მისასალმებელი და დროულია
2013 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული კომპანიების მხოლოდ 22 პროცენტი იყენებს საბანკო კრედიტს ინვესტიციების დასაფინანსებლად.საბანკო სექტორის შემოსავლის უდიდეს ნაწილს უზრუნველყოფს ფიზიკური პირები, მოქალაქეები. სესხების 55% გაცემულია ფიზიკურ პირებზე და ბანკების საპროცენტო შემოსავლების 60%-ს იხდიან ფიზიკური პირები;
საბანკო სფეროს წილი საფინანსო სექტორის მთლიან აქტივებში აჭარბებს 90%-ს, ანუ საქართველოში ფინანსების მოპოვების პრაქტიკულად ერთადერთი წყარო საბანკო სექტორია. განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, მაგალითად აშშ-სგან და იაპონიისგან, სადაც ეს მაჩვენებელი 40%-ზე დაბლაა და იქ ეკონომიკაში ფულის მიწოდების ალტერნატიულ და უფრო მძლავრ ინსტუმენტად გვევლინება საფონდო ბაზარი, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი და ა.შ.
დასახელებული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საბანკო სექტორი უფრო მეტ სარგებელს იღებს ეკონომიკისგან, ვიდრე ეკონომიკა საბანკო სექტორისგან. ამდენად, მთლიანობაში მამუკა ხაზარაძის გამოსვლა მისაღები, მისასალმებელი და დროულია.
- იმავე ექსპერტთა აზრით, ახლა საკითხი ასე დგას - ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოერთვას საფონდო რეგულაციები და ბანკების გავლენა ბირჟებზე უნდა დამთავდეს. ეს კი კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს. მათივე აზრით, ვიდრე ბაზარზე არ იქნებიან ბანკებისაგან დამოუკიდებელი ბირჟები, ეკონომიკა ვერ განვითარდება.
ვითარებაში, როცა საბანკო ლობის წყალობით ბანკებს მონოპოლია უზრუნველყოფიული აქვთ, კითხვა ალბათ ასე უნდა დაისვას - მზად არიან კი ბანკები ამ დონის "მოთმენისთვის"? ანუ, მზად არიან ისინი იყოლიონ ფინანსური კონკურენტი დამოუკიდებელი ბირჟების სახით? თუ - კი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მათი ამგვარი „მოთმინება“ ხელისუფლების დამსახურება, ანუ ხელისუფლებამ ბანკები ბიზნესის სასარგებლოდ შეავიწროვა?
ბატონო ვაჟა, იქნებ თქვენ შეეცადოდ ყველასათვის გასაგებ ენაზე გვითხრათ, რაზე საუბრობენ ეკონომიკურ საკითხებში ჩახედული ექსპერტები...
- ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, საბანკო სექტორი და საფონდო ბირჟის ინდუსტრია, ის რასაც კაპიტალის ბაზარს ვუწოდებთ, ერთმანეთის კონკურენტი დარგებია. ორივე მათგანი, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის არის ერთის მხრივ თავისუფალი ფულადი სახსრების დაბანდების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ საჭირო კაპიტალის მოძიების შესაძლებლობა.
თუ ბანკები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კრედიტორი მოიძიონ და მაღალპროცენტიანი სესხები გასცენ უხვად, საფონდო ბირჟა ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფასიანი ქაღალდების ემისიით სასურველი კაპიტალი მოიძიოს. შესაბამისად, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთის კონკურენტია... თუ საფონდო ბირჟა განვითარდება, ეს ბანკებს ერთის მხრივ გარანტირებულ დეპოზიტარებს წაართმევს, ხოლო მეორე მხრივ კრედიტორებს, რაც მისი შემოსავლის წყაროა
საბანკო სექტორი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დეპოზიტორი მიიზიდოს, ხოლო საფონდო ბირჟა შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს და მოქალაქეებს, წარმატებული კომპანიების აქციების შესყიდვით სარფიანი დაბანდება განახორციელონ.თუ ბანკები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კრედიტორი მოიძიონ და მაღალპროცენტიანი სესხები გასცენ უხვად, საფონდო ბირჟა ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ფასიანი ქაღალდების ემისიით სასურველი კაპიტალი მოიძიოს. შესაბამისად ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთის კონკურენტია და თუ მაგალითად, საფონდო ბირჟა განვითარდება, ეს ბანკებს ერთის მხრივ გარანტირებულ დეპოზიტორებს წაართმევს, ხოლო მეორეს მხრივ კრედიტორებს, რაც მისი შემოსავლის წყაროა.
იმისათვის, რომ ერთმა მეორე არ ჩაყლაპოს, საჭიროა მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ბაზრის ორივე მოთამაშისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ასეთი კანონი, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარს დაარეგულირებდა, 1998 წელს მომზადდა საქართველოში ამერიკელი ექსპერტების დახმარებით.
მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფი საბანკო სექტორი ეცდებოდა ჩანასახშივე მოეკლა მისი ბუნებრივი კონკურენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და ასე რომ არ მოხდარიყო, კანონში ჩადეს მთელი რიგი შეზღუდვები, რაც ბანკებს არ აძლევდა შესაძლებლობას, დაპატრონებოდნენ ფასიანი ქარალდების ბაზრის ინდუსტრიას.
სწორედ ამ კანონის საფუძველზე შეიქმნა ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭირო იყო საფონდო ბირჟის გამართულად ფუნქციონირებისთვის - საბროკერო კომპანიები, დამოუკიდებელი რეგისტრატორები, ცენტრალური დეპოზიტარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც იყო დამოუკიდებელი ორგანო და მოწოდებული იყო სფეროს განვითარებისთვის.
მას შემდეგ საფონდო ბირჟის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად მზარდი იყო, 2007-08 წლებში, „ნაციონალურ“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საბანკო სექტორმა იგრძნო, რომ მის უალტერნატივობას საფრთხე ემუქრებოდა, მარეგულირებელ კანონში შევიდა ცვლილებები, რამაც საბანკო სექტორს შესაძლებლობა მისცა საფონდო ბირჟას დაპატრონებოდა და მისი განვითარება ხელოვნურად შეეფერხებინა.
ამ ცვლილებებიდან აღსანიშნავია, რომ გაუქმდა დამოუკიდებელი რეგულატორი და ის დაექვემდებარა კონკურენტი დარგის მარეგულირებელ ეროვნულ ბანკს, რომელიც არასდროს არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა ბანკების ინტერესები დააზიანოს და მისი კონკურენტი დარგის განვითარებას შეუწყოს ხელი - შესაბამისად, სრული ინტერესთა კონფლიქტია და სწორედ ამიტომ მიდის აქტიურად საუბრები ეროვნული ბანკისგან მის გამოყოფაზე.
ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ გაუქმდა შეზღუდვები საფონდო ბირჟის მესაკუთრეობაზე და ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად დაპატრონებოდნენ საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურას, კიდევ იყო სხვა მრავალი ცვლილება, რამაც მთლიანობაში ხელოვნურად შეაფერხა საფონდო ბირჟის განვითარება.
მას შემდეგ რაც საფონდო ბირჟის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად მზარდი იყო, 2007-08 წლებში, „ნაციონალურ“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საბანკო სექტორმა იგრძნო, რომ მის უალტერნატივობას საფრთხე ემუქრებოდა, მარეგულირებელ კანონში შევიდა ცვლილებები, რამაც საბანკო სექტორს შესაძლებლობა მისცა საფონდო ბირჟას დაპატრონებოდა და მისი განვითარება ხელოვნურად შეეფერხებინა
დღეს საფონდო ბირჟაზე ვითარება გვაქვს შემდეგი - წარმოდგენილი 6 საბროკერო კომპანიიდან, 5 ბანკის შვილობილი კომპანიაა, ხოლო ერთადერთი დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობა პრაქტიკულად გაჩერებულია, ვინაიდან მის დამფუძნებელს პრაქტიკულად ძალის გამოყენებით წაართვეს საქმიანობის უფლება, რაზეც სასამართლოში მიმდინარეობს დავა. შესაბამისად, ის პათოსი, რომ თითქოს ბანკები რამეს მოითმენენ და კონკურენტს მისცემენ შესაძლებლობას, დასაჯერებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა კანონში შესწორდება 2007-08 წლებში, ე.წ. ლიბერალური ეგიდით განხორციელებული ცვლილებები და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ეროვნულ ბანკს გამოეყოფა.აქვე აღვნიშნავ, რომ სანამ საქართველოში ბიზნესისთვის არ გაჩნდება კაპიტალის მოძიების დივერსიფიცირებული წყაროები, რისი ერთ-ერთი აპრობირებული და ეფექტური მექანიზმი განვითარებულ სამყაროში არის კაპიტალის ბაზრები, მანამდე რეალურ განვითარებაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან ნომერ პირველ პრობლემად ქართული ბიზნესისთვის კვლავ რჩება ძვირი საბანკო საკრედიტო რესურსი, ხოლო მისი გაიაფების ერთადერთი გონივრული და ეფექტური საშუალება კონკურენციის გაჩენაა, რაც დღევანდელ საფინანსო სექტორში არ არსებობს.
- გასულ კვირასვე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებზე მთავრობის ახალი ინიციატივები გააჟღერა.
თქვენ როგორ შეაფასებდით მათ? რამდენად თანხვედრაშია ისინი ამავე საკითხებზე ექსპერტთა ერი ნაწილის მოსაზრებებთან?
მხედველობაში მაქვს ის, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოერთვას საფონდო რეგულაციები და ბანკების გავლება ბირჟებზე უნდა დამთავდეს, რაც კანონმდებლობაში ცვლილებებით უნდა განხორციელდეს...
- ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის საშუალო და მცირე ბიზნესზე. აშშ-ში, რომელიც მსოფლიოს გიგანტი კომპანიების სამშობლოა, ეკონომიკის ნახევარზე მეტს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის.
არ მინდა არანაირად დავაკნინო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება
შესაბამისად, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და ნებისმიერი ნაბიჯი ამ სფეროს განვითარებისთვის მისასალმებელია. მთავრობა ბიზნესს უადვილებს საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობას, უმცირებს საგადასახადო წნეხს და უმარტივებს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დროულად დაბრუნებას, ეს ცვლილებები, ბუნებრივია, დადებითად აისახება მცირე ბიზნესზე.არ მინდა არანაირად დავაკნინო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება, რაც მთავრობას ასახული აქვს 4 პუნქტიან გეგმაში, მაგრამ მოკლე დროში შედეგის მიღება ვერ მოხერხდება.
ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ. ფინანსების საკითხს უკვე შევეხეთ, ქვეყანაში ბანკების გარდა პრაქტიკულად არ არსებობს ფინანსების გადამანაწილებელი სტრუქტურა, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი სიმწვავე გვაქვს, თუმცა გამოსწორების მცდელობა ყველაზე ნაკლები. კვალიფიკაციის პრობლემაც ასევე უმწვავესია, თუმცა ამ მხრივ ხელისუფლების მცდელობები უფრო აქტიურია. დაწყებულია პროფესიული განათლების განვითარების პროგრამა, 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიების განვითარებას.
ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ... ქვეყანაში ბანკების გარდა პრაქტიკულად არ არსებობს ფინანსების გადამანაწილებელი სტრუქტურა, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი სიმწვავე გვაქვს, თუმცა გამოსწორების მცდელობა ყველაზე ნაკლები
ზოგადად, მიმაჩნია, რომ გადასახადების საკითხს გადაჭარბებულად ვაფასებთ. მხოლოდ დაბალი გადასახადები და მარტივი კოდექსი არ არის ეკონომიკური წარმატების გასაღები, ვინც ასე ფიქრობს, ის აკნინებს ეკონომიკას, როგორც მეცნიერებას. გადასახადები მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ სხვა კომპონენტებთან ერთობლიობაში. მერწმუნეთ, სულ რომ გავანულოთ ყველა გადასახადი და არ მივხედოთ ფინანსებზე წვდომის პრობლემას და განათლებას, ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება. თუ ადამიანს არ აქვს ბიზნესის კეთების უნარები და არ აქვს ფულზე წვდომა, გადასახადის შემცირება მისთვის რა შეღავათია.- არაერთი პრობლემა, - მხედველობაში მაქვს კრიმინოგენული ვითარების გაუარესება, მოსწავლეებში მომატებული დანაშაულები, - საშინაო პოლიტიკაში აშკარად ქმნიდა უარყოფით ფონს. ასეთ ფონზე გასულ კვირას პარლამენტში საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენში პოლიტიკური პროცესების არცთუ სახარბიელო დინამიკასა და მასზე პარლამენტარების რეაქციებსა თუ შეუთანხმებლობას?
- ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი პრინციპული და ფუნდამენტური დაპირება შეასრულა, განახორციელა ავტორიტარული სისტემის დემონტაჟი, მოხსნა წნეხი სასამართლო ხელისუფლებაზე, აღკვეთა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, გარკვეული დინამიკა შეიტანა დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობაში, თუმცა ვერ შეძლო სოციალური პრობლემების წნეხის შემსუბუქება საზოგადოებაზე და ეკონომიკის განვითარებას ვერ შესძინა ხელშესახები დინამიზმი.
ანგარიშგასაწევია არაფორმარული მმართველობის ნეგატიური ზეგავლენაც პოლიტიკურ პროცესზე, რისი გამოხატულებაცაა, რომ პროგრესული ხედვების მქონე მთავრობის მეთაური კვირიკაშვილი ჯერ კიდევ ვერ გახდა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ხოლო პარლამენტი თავზე არ იღებს პოლიტიკური პროცესების კოორდინატორის მისთვის ორგანულ ფუნქციას.
მთლიანობაში იმ ნეგატივს შორის, რაც მმართველ ძალას უახლოეს არასრულ სამ წელიწადში დასაძლევი აქვს, არის პოლიტიკური პროცესის პროფანაცია, კონკურენციის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მთავარი კატალიზატორის გაქრობა პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ბიზნესიდან და სახელოვნებო სფეროდანაც კი, როცა გავლენის სფეროები მკაფიოდაა გადანაწილებული მთავარ აქტორებს შორის პოლიტიკაში, ხოლო ოლიგოპოლიურ დაჯგუფებებს შორის ბიზნესში და მე აგრეთვე გამოვყოფდი იმ საჯილდაო ქვას, რომელიც თუ გაჩნდა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონკურენცია, გადამწყვეტი აღმოჩნდება 2020 წლის არჩევნებზე.
მმართველ ძალას უახლოეს არასრულ სამ წელიწადში დასაძლევი აქვს პოლიტიკური პროცესის პროფანაცია, კონკურენციის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მთავარი კატალიზატორის გაქრობა პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ბიზნესიდან და სახელოვნებო სფეროდანაც
ესაა ჩადებების პრაქტიკის აღკვეთა და ტენდერების ორგანიზებისას დაფიქსირებული თუ დასაშვები მასშტაბური კორუფცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ასე რომ, თუ ,,ოცნება“ აღკვეთს ჩადებების პრაქტიკას და კორუფციას ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას, მას ექნება სერიოზული შანსი მომავალ არჩევნებშიც.- ჩვენგან არც ისე შორს, ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად მძიმდება ვითარება. მხედველობაში მაქვს თურქეთის აქტიურობა სირიაში, სადაც ანკარა ქურთებით დასახლებულ რეგიონზე კონტროლის დაწესებას ცდილობს. საუბარია იმ ქურთულ ანკლავებზე, რომლებსაც მხარს აშშ უჭერს.
ვითარებაში, როცა სირიაში ერთი მხრივ აშშ-რუსეთს, მეორე მხრივ თურქეთ-აშშ-ს შორის ურთიერთობები შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს, თქვენ გამოთქვით ვარაუდი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების რეალურ პერსპექტივაზე. სავარაუდოდ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ანკარასთან ურთიერთობების გაუარესება?
- სუვერენიტეტი ჩვენ ხომ მხოლოდ იმისთვის არ გვინდოდა, რომ მკერდზე ხელმიდებულებს ჰიმნი ქართული დროშის ფონზე ამაყად გვემღერა. სუვერენიტეტი, უწინარეს ყოვლისა იმით არის ღირებული, რომ შენი თავი შენადვე გეყუდნის, შენს ბედს აღარც კრემლში წყვეტენ და არც კაპიტოლიუმის ბორცვზე.
რასაკვირველია, სტრატეგიული პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ გეოპოლიტიკის იმ ლაბირინთში, რაც ახლო აღმოსავლეთში იწყება და ავღანეთამდე გრძელდება, კარგად უნდა გაერკვე და საშენო ინტერესები ვირტუოზულად გამოკვეთო, თან კავკასიონს გადაღმა ზღვა კი არ წარმოიდგინო, როგორც ამას ზოგიერთი საკმაოდ გონიერი კაცი გვირჩევდა, არამედ ჩრდილოეთის მაჯაზეც გედოს ხელი და სამხრეთისაც, არ გავიწყდებოდეს, რომ საქართველო სამ დიდ მეზობელ ვეშაპთან ურთულესი თანაცხოვრების და თანაბრძოლის პორობებში გადარჩა.
რუსეთში, თურქეთსა და ირანში არაერთგვაროვანი პროცესები მიდის, თავისი თავისებურებებით ხასიათდება სომხური და აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია.
სულ ახლახანს, ჩვენს თვალწინ რუსული გამანადგურებლის თურქების მიერ ჩამოგდების გამო რუსეთ–თურქეთის მძაფრი კონფრონტაცია სულ მალე ლამის სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხოლო სულ ახლახანს რუსების მოკავშირე ასადმა ამერიკის მოკავშირე ქურთებს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა და ალიანსი შეკრა.
სტრატეგიული პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ გეოპოლიტიკის იმ ლაბირინთში, რაც ახლო აღმოსავლეთში იწყება და ავღანეთამდე გრძელდება, კარგად უნდა გაერკვე და საშენო ინტერესები ვირტუოზულად გამოკვეთო... არ უნდა გავიწყდებოდეს, რომ საქართველო სამ დიდ მეზობელ ვეშაპთან ურთულესი თანაცხოვრების და თანაბრძოლის პირობებში გადარჩა
25 თებერვალს ერდოღანი საჯარო გამოსვლისას ამერიკელებს დაუპირისპირდა და განაცხადა, თურქეთი არ იქნება აშშ-ს დანამატიო. კალეიდოსკოპური სისწრაფით ცვალებადი გეოპოლიტიკური პანორამა ფეთქებადსაშიში ხდება, ქართული ოფიციოზის რეაქციის ფონზე თურქი ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციაზე უარის თქმით და ლამის ხელისუფლების დონეზე აზერბაიჯანის მოქალაქე მუხთარლის საქმის გაპროტესტების ფონზე.ჩვენ გვაქვს ფუნქციონირებადი დემოკრატია, თავისი ნეგატიური დანაშრევების მიუხედავად და ჩაბუქისა და მუხთარლის საქმეებთან დაკავშირებით ყველა ინსტიტუტმა თავისი როლი მეტ-ნაკლები წარმატებით შეასრულა.
არასამთავრობოებმა გააპროტესტეს ადამიანის უფლებების დარღვევა და შესაძლო წამება, ხელისუფლებამ - ოფიციალური ანკარისა და ოფიციალური ბაქოსადმი ზომიერი თანადგომა, მედიამ ადეკვატურად ასახა მიდგომების მთელი სპექტრი.
თუმცა, დიპლომატიურმა კორპუსმა ვერ უზრუნველყო საფრთხეების თავიდან არიდება და საზოგადოების დამშვიდება თურქეთის მთავრობის შესაძლო მწვავე რეაქციაზე ჩაბუქის გადაცემაზე ქართული სასამართლოს მიერ, ფაქტობრივად ხელისუფლების მიერ, უარის თქმის გამო.
მთავრობამ ანგარიში გაუწია დასავლეთელი პარტნიორების პოზიციას ჩაბუქის გადაცემასთან დაკავშირებით. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება და რამდენად ქმედითი მათი თანადგომა თუ თურქეთის ხელისუფლება შეაფერხებს იმ ათასობით საქართველოს მოქალაქის გადასვლას და უკან დაბრუნებას თურქეთში და თურქეთიდან, რომლებიც იქ სარჩოს მოსაპოვებლად დადიან, ან თუ ერდოღანის მთავრობის პოზიცია აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება და უფრო ხისტი გახდება.
დღემდე თურქეთი ცალსახად და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























