ანონსი 23 თებერვალი

ანონსი 23 თებერვალი

23 თებერვალს, 15:00 საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ბრიფინგს გამართავს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით.

მის: ზანდუკელის #7

23 თებერვალს, 15:00 საათზე, მარნეულის რაიონში, სოფელ აზიზქენდში, პირველად საქართველოში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტის საჩითილე მეურნეობა გაიხსნება.

საკონტაქტო პირი ნონა უბირია - 555 747870

23 თებერვალს, 17:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ფასადზე, თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნება

მის.: რუსთაველის გამზირი N8 (ჩიტაძის ქუჩის მხრიდან), საქართველოს პარლამენტი

23 თებერვალს, 17:00 საათზე, პროფკავშირების ორგანიზებით ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მუშათა მსვლელობა გაიმართება.

23 თებერვალს, 17:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა ასოციაცია'' მოქალაქე ბექა კირვალიძის ოჯახის წევრებთან ერთად, პროკურატურაში შეიტანს განცხადებას, იუმორისტის, შსს-ს თანამშრომლის, დავით როსტომაშვილის წინააღმდეგ.

საკონტაქტო პირი - 598 555 445

23 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გამოფენა „დამოუკიდებლობის სამი წელი და მრავალწლიანი რეპრესიები“ (1921, 1924, 1937, 1938...) გაიმართება.

23 თებერვალს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - 2018“-ის ცერემონია გაიმართება.

საკონტაქტო პირი თაკო ვარამაშვილი - 579 421 888

23 თებერვალს, 19:30 საათზე, ა/ო "ახალგაზრდა თაობა"კოჯორ-ტაბახმელას იუნკერთა მემორიალთან ფლეშ-მობს (გამოფენა, გამოსვლები) გამართავს, რითიც ახალგაზრდები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იუნკერებს და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.

საკონტაქტო პირი დავით დონერიანი - 577 370 870, 558 77 55 74.