ანონსი 11 თებერვალი

11 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია ბრიფინგს გამართავს.
მის.: ჟიული შარტავას ქ. #7, თბილისის მერია
11 თებერვალს, 17:00 საათზე, პარლამენტში, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში მიღება გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ.
მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

























