ანონსი 8 თებერვალი

8 თებერვალს, 15:00 საათზე „ხეჩინაშვილის კლინიკასთან“ საპროტესტო აქციას გამართავს ხატია თვაურის ოჯახი, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა.
მის: თბილისი,ჭავჭავაძის გამზ. 33
8 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” გაიმართება ჰერიტიჯის ფონდის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის მოხსენების „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ს და ევროპის ინტერესებში” პრეზენტაცია.
მოხსენების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: ავტორი - ლუკ კოფი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოში აშშ-ს ელ ჩი იან კელი; ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

























