ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლების ზოგადი მიდგომა, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციის მოთხოვნებს, პირდაპირი გზაა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასატანად

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი”პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საახალწლო დღესასწაულებმა ახლახან ჩაიარა, ამჟამად ყველაზე აქტუალურად განხილვად თემად მაჩალიკაშვილის გარდაცვალება, პანკისში მცხოვრებთა განწყობა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები რჩება. ბუნებრივია, ამ თემას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით.
ყველა თანხმდება, რომ ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად მოხდება მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულება. რამდენად შეძლებს ხელისუფლება საქმის სპეციფიურობიდან გამომდინარე, დასაშვების ფარგლებში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და საზოგადოების შესაბამისად ინფორმირებას. ამის აუცილებლობა აშკარად რომ არსებობს, ფაქტია.
თქვენ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამის გაკეთებას და პროცესის ისე წარმართვას შეძლებს, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება?
- მართალი ბრძანდებით, დეკემბერ-იანვარში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა, მართლაც გადაფარა წინასაახალწლო განწყობა, რაც, ჩემი აზრით, სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, პირველად მოგვიხდა უშუალო შეჯახება ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს სენთან ტერორიზმი რომ ჰქვია.
დღემდე ჩვენ საინფორმაციო საშუალებებიდან ვიგებდით და ტელეეკრანებზე ვხედავდით როგორ ახორციელებდნენ თვითმკვლელი ტერორისტები სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს, როგორი იყო მსხვერპლი და როგორ ებრძოდნენ მათ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები.
შესაბამისად, ჩვენც ტერორიზმის საფრთხეზე ვლაპარაკობდით, მაგრამ, როგორც ჩანს, გულის სიღრმეში ჩვენი საზოგადოებაც (ერთეულების გამოკლებით) და, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების გარკვეული წრეებიც, ტერორიზმს უფრო თეორიულ საფრთხედ აღიქვამდა. ამიტომ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა, შემდგომ კი პანკისის ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ჩვენს საზოგადოებაზე შოკის მომგვრელი გავლენა იქონია - ჩვენ ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ნათლად დავინახეთ, რომ არც ტერაქტებისაგან ვართ დაზღვეული და არც იმისაგან, რომ ამ ტერაქტებს უცხო ქვეყნის სპეცსამასახურები ჩვენი საზოგადოების დასაშლელად, ეთნიკური თუ რელიგიური ურთიერთდაპირისპირების და ახალი კონფლიქტური რეგიონების გასაჩენად გამოიყენებენ.
ახალი რეალობის გაცნობიერებამ საზოგადოებაში არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია და როგორც მსგავს სიტუაციაში გვჩვევია ხოლმე, ფაქტის შეფასებასა და დამნაშავის ძიებაში ჩაერთო ყველა - საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები თუ ჟურნალისტები, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიასაშუალებები. ითქვა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა
ახალი რეალობის გაცნობიერებამ საზოგადოებაში არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია და როგორც მსგავს სიტუაციაში გვჩვევია ხოლმე, ფაქტის შეფასებასა და დამნაშავის ძიებაში ჩაერთო ყველა - საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები თუ ჟურნალისტები, ბეჭდური თუ ელექტრონული მედიასაშუალებები. ითქვა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, განიხილებოდა ყველანაირი ვერსია, რეალურიც და არარეალურიც, ჭკვიანურიც და სულელურიც; ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტის გარეშე, როგორც გვჩვევია, ისმოდა ყველანაირი ბრალდება ყველა მხრიდან და ყველა მიმართულებით... რაც მთავარია, ყველაფერი ეს ხდებოდა პარალელურ რეჟიმში, რამაც საინფორმაციო სივრცე იმდენად ქაოტური გახადა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მომხდარზე რაიმე, თუნდაც მეტ-ნაკლებად სერიოზული მაგრამ ერთიანი ეროვნული პოზიციის ჩამოყალიბება.ჩვენ რომ ცოტა მოთმინება გამოგვეჩინა, ემოციები მაინც დაგვეცხრო (აღარაფერს ვამბობ - ინტერესებზე!) და გვეცადა, მეტ-ნაკლები ობიექტურობით შეგვეფასებინა განვითარებული მოვლენები, მაშინ იმ კითხვასთან ერთად, თუ როგორ მოახერხა ჩატაევმა თურქეთ- საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა, რაც სრულიად ლეგიტიმურია, იმასაც ვიკითხავდით, თუ როგორ შეძლო თურქეთში შეღწევა, სადაც ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაშია ბრალდებული ან რატომ ვერ მოახერხეს თურქეთის სპეცსამსახურებმა მისი აღმოჩენა და ნეიტრალიზება?
იქნებ იმითაც დავინტერესებულიყავით, თუ რატომ ვერ ახერხებენ ტერაქტების პრევენციას ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და გამოცდილი დასავლეთის სახელმწიფოთა სპეცსამსახურები და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეგვეფასებინა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია?
არავინ დავობს, თუ სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა, განურჩევლად იმისა, იქნება ეს სპეცრაზმელი, ეჭვმიტანილი თუ შემთხვევითი პიროვნება, აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დადგენილი მსხვერპლის გამომწვევი მიზეზები. მაგრამ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არათუ სპეცოპერაციის დროს, არამედ სამხედრო მანევრების პირობებშიც კი, როდესაც ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილია და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, გარანტია, რომ სწავლებები უმსხვერპლოდ ჩაივლის, არ არსებობს.
ამიტომ სპეცოპერაციის შემდეგ ლაპარაკი განზრახ მკვლელობაზე, დამიზნებით სროლაზე, უდანაშაულობაზე და ა.შ., ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დაძაბულობის ესკალაციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენას.
საბედნიეროდ, სპეცოპერაციის შეფასებასა და მოთხოვნებში პანკისის ხეობის უხუცესები და ოჯახი, რომელსაც თავს საშინელი უბედურება დაატყდა, ხეობაში ფაქტობრივად არსებული ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პროცესის ესკალაციას, გაცილებით უფრო თავშეკავებულები და ადექვატურები არიან, ვიდრე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრი და მომხდარი ფაქტის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. თუმცა, პრობლემის არსიც სწორედ „სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას“ ეხება.
ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი მოსახლეობაში ნდობა გაჩენილიყო. სამწუხაროდ, ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო ვითარების გამოსწორება. გამოძიებისადმი სკეპტიციზმი და უნდობლობა განსაკუთრებით მაშინ მატულობს, როდესაც საქმე თავად ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ეხება. ამ შემთხვევაში ფრაზები „ძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, „დაველოდოთ ძიების შედეგებს“ და ა.შ. საზოგადოებაში აღიქმება როგორც ხელისუფლების მცდელობა დრო მოიგოს ან რაღაც მიჩქმალოს.
ვფიქრობ, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს, რომ ძიების შედეგებისადმი სანდოობა იქნება მნიშნელოვან წილად განმსაზღვრელი, თუ როგორ განვითარდება პროცესები ხეობაში და რამდენად მყარი იქნება სტაბილურობა. ამიტომ მაქვს მოლოდინი და სურვილი, რომ ხელისუფლებამ ყველა კითხვას დამაჯერებელი და სრულფასოვანი პასუხი გასცეს
ამიტომ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის თუნდაც აბსოლუტურად ობიექტური გამოძიება იმისათვის, რომ დაძაბულობა მოიხსნას და ვითარება დასტაბილურდეს, საკმარისი არაა, - აუცილებელია, ამ ძიების ობიექტურობა, უპირველესად, დაზარალებულმა ოჯახმა და ხეობის მკვიდრებმა ირწმუნონ.პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინციატივით, შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ, ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფი დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებისა და ხეობის უხუცესთა მონაწილეობით შეიქმნას, რომელსაც ექნება სრული წვდომა ამ ოპერაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურებში არსებულ სრულ ინფორმაციასთან და თვალს მიადევნებს ძიების პროცესს. ასეთ შემთხვევაში ძიების მიერ მოპოვებული მასალები და გამოტანილი ვერდიქტი საყოველთაოდ იქნება აღიარებული და მხარდაჭერილი.
ვფიქრობ, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს, რომ ძიების შედეგებისადმი სანდოობა იქნება მნიშნელოვანწილად განმსაზღვრელი, თუ როგორ განვითარდება პროცესები ხეობაში და რამდენად მყარი იქნება სტაბილურობა. ამიტომ მაქვს მოლოდინი და სურვილი, რომ ხელისუფლებამ ყველა კითხვას დამაჯერებელი და სრულფასოვანი პასუხი გასცეს.
- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო 2018 წელი ჩვენთვის რომ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება, სულ უფრო აშკარა ხდება. აშკარაა, რომ ამ გამოწვევას ქართული სპეცსამსახურები სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდებიან.
ამ თემაზე ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ ”ინტეპრესნიუსს” განუცხადა - ”ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ საზოგადოების გვერდის ავლით რუსეთის სპეცსამსახურებთან მაინც თანამშრომლობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სხვათა შორის, ამ ტიპის თანამშრომლობა ყოველთვის არც არის კანონიერი, მისაღები და არც საქართველოს ინტერესებშია”.
გასაგებია, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში მათ შორის რუს კოლეგებთან უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ მათთან ამ კუთხით თანამშრომლობა რომ ასევე ბევრი საფრთხის შემცველია, ეჭვის საფუძველსაც არ ტოვებს.
თქვენ აზრით, რამდენად მართებულია ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსულ სპეცსამსახურებთან ჩვენი სხვა პარტნიორების გარეშე ითანამშრომლონ?
- ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად იქცა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულმა ტერაქტმა თავისი მასშტაბურობითა და სისასტიკით კაცობრიობა საგონებელში ჩააგდო - ერთი მხრივ, ნათლად გამოჩნდა, რომ ტერორიზმმა გლობალური ხასიათი მიიღო და მისგან დაცული ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელი გახდა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. თუ 2001 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თითქმის ათი წელი დასჭირდა აშშ-ს ალ-ქაიდას შესავიწროებლად (2011 წელს მოხდა ბინ ლადენის ლიკვიდაცია), მაგრამ ორგანიზაციის სრული განეიტრალება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც, მათ სახე იცვალეს და 2015 წლიდან, სხვა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად, „ისლამურ სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბდნენ. ანუ შეგვიძლია საკმაოდ სქემატური და ზოგადი დასკვნა გავაკეთოთ და ვთქვათ, რომ ალ-ქაიდასთან ბრძოლამ „ისლამურ სახელმწიფომდე“ მიგვიყვანა, ხოლო ნახევრად გასამხედროებულმა და ნახევრად ლეგალიზებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა სახე იცვალეს და ამ სახელმწიფოს რეგულარულ არმიად ჩამოყალიბდნენ, რომლის დასამარცხებლად მსოფლიოს ზესახელმწიფოთა საომარ მოქმედებებში ჩართვა გახდა საჭირო.
მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გამოცხადებისთანავე ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა და მის სამხედრო ფორმირებებს შეუერთდნენ მოხალისეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდანაც. „ისლამური სახელმწიფოს“ მარცხის შემდეგ მისი გადარჩენილი მებრძოლები, ბუნებრივია, უსაფრთხო თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას და დიდი ალბათობით, თავიანთ ქვეყნებში მოისურვებენ დაბრუნებას.
მესმის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა გარკვეული რისკის მატარებელია, მაგრამ, ვფიქრობ, თანამშრომლობაზე უარის თქმა, უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს, რადგან რუსეთს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, ჩვენს წინააღმდეგ შავი პიარი ააგოროს და ტერორისტების მფარველობაში დაგვადანაშაულოს
მართალია, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსაღწევად მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიის გავლა მოუწევთ, მაგრამ როგორც ჩატაევის მაგალითიდან ჩანს, ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ნაწილმა ჩვენი ტერიტორია სხვა ქვეყნებში, იგივე რუსეთში შესაღწევად გამოიყენოს. ამიტომ, ქართული სპეცსამსახურები ვალდებულნიც კი არიან მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლონ.მესმის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა გარკვეული რისკის მატარებელია, მაგრამ, ვფიქრობ, თანამშრომლობაზე უარის თქმა, უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს, რადგან რუსეთს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, ჩვენს წინააღმდეგ შავი პიარი ააგოროს და ტერორისტების მფარველობაში დაგვადანაშაულოს - რამზან კადიროვმა უკვე განაცხადა, რომ „რუსეთის მიმართულებით მიმავალმა ტერორისტებმა საქართველობდე ჩამოაღწიეს“, ხოლო მეორე მხრივ, იგივე პანკისის ხეობაში პროვოკაციები მოგვიწყოს და ჩვენვე დაგვადანაშაულოს. ამასთანავე, თანამშრომლობაზე უარის თქმა, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისათვისაც გაუგებარი იქნება. ამიტომ, თანამშრომლობაზე კი არ უნდა ვთქვათ უარი, არამედ თანამშრომლობის ფორმა და ხარისხი უნდა განვსაზღვროთ და იმ ფორმატში უნდა ვიმოქმედოთ.
- გასული წელი ისე დასრულდა ”ინტერპრესნიუსს” თქვენგან არ მოუსმენია თუ რა შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის 2017 წელი და რა უმთავრესი გამოწვევები გვექნება 2018 წელს. მესმის დიდი თემაა, მაგრამ იქნებ მოგვახსენოთ ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრება ბატონო ვახტანგ, გისმენთ...
- 2017 წელი, ჩემი აზრით, გამორჩეული არაფრით ყოფილა. დაიწყო კონსტიტუციის რეფორმით და დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება განახორციელებდა რადიკალურ სისტემურ რეფორმებს და პირველ რიგში, საკონსტიტუციო რეფორმას.
საკონსტიტუციო რეფორმა, მართალია, განხორციელდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მიღებული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას
საკონსტიტუციო რეფორმა, მართალია, განხორციელდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მიღებული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მმართველობის დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას.იყო წარმატებები, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით - უვიზო მიმოსვლა და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა. საშინაო პოლიტიკაში აღსანიშნავია ადგილობრივი არჩევნები, რამაც უზრუნველყო „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა და ლარის არნახული გაუფასურება. კვლავაც უცვლელი და პრობლემური რჩება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და როგორც ჩანს, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ მიმართულებით არც 2018 წელს უნდა ველოდოთ.
- ”ქვეყანაში ნეგატიური მუხტი გროვდება. 2018 წელი გარდამტეხი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას ერთი წელი კიდევ აქვს, რომ ცუდად მიმავალი პროცესი შემოატრიალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს.” ალბათ მიხვდით, რომ ეს სიტყვები თქვენ გეკუთნით.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ტიპის ამოცანებისა და გამოწვევების გადაწყვეტა მოუწევს ხელისუფლებას 2018 წელს, რომ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას პრობლემები არ შეექმნას?
- ქვეყანაში ნეგატიური განწყობების გაძლიერებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ძირითადი მაინც არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მით უმეტეს, რომ ამომრჩეველი „ქართული ოცნებისაგან“ უპირველესად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფ გაუმჯობესებასა და რეპრესიული რეჟიმის შეცვლას მოელოდა.
ჩვენ კვლავაც ჰიბრიდულ ქვეყნად ვრჩებით, ოღონდ ეგაა, ჰიბრიდის ავტოკრატიულ ნაწილს, უხეშად რომ ვთქვათ, ანაცვლებს პლუტოკრატია, რაც არანაკლებ აფერხებს ქვეყნის განვითარებას
ხელისუფლებაში მოსვლიდან ხუთი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა, უფრო მეტიც, მოსახლეობის იმ ნაწილის მდგომარეობა, რომელსაც საბანკო კრედიტი უცხოურ ვალუტაში ჰქონდა აღებული, ხოლო შემოსავალი - ლარებში, პირიქით, ლარის გაუფასურების გამო, მკვეთრად გაუარესდა.შემცირდა წვრილი და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, რასაც საშუალო ფენის შემცირება მოჰყვა და საშუალო ფენის ძირითად ნაწილს დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ, რაც, თავისთავად, უკვე პრობლემატურია. მართალია, სოციალური კუთხით გამორჩეული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ის უკვე წარსულის კუთვნილებაა და მოსახლეობაში ამჟამად არსებული განწყობების ფორმირებაზე, გავლენას ვერ ახდენს.
რაც შეეხება „რეპრესიულ რეჟიმს“, მოხდა მისი ლიბერალიზაცია და არა - შეცვლა. ჩვენ კვლავაც ჰიბრიდულ ქვეყნად ვრჩებით, ოღონდ ეგაა, ჰიბრიდის ავტოკრატიულ ნაწილს, უხეშად რომ ვთქვათ, ანაცვლებს პლუტოკრატია, რაც არანაკლებ აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ 2018 წელს არ ველოდები სოციალურ-ეკონომიკური ვითარების მკვეთრ გაუმჯობესებას. შესაძლოა დაიწყოს რომელიმე დიდი პროექტის განხორციელება, იგივე ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც ეკონომიკის სტატისტიკურ მონაცემებს გააუმჯობესებს, მაგრამ ცხოვრების საშუალო დონის ცვლილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
ცხადია, ერთ წელიწადში ეკონომიკური სასწაულის მოხდენა და ცხოვრების დონის
ხელისუფლების ზოგადი მიდგომა, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციის მოთხოვნებს, პირდაპირი გზაა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასატანად
პირველ რიგში აუცილებელია სახელისუფლო სტრუქტურების ფუნდამენტური რეორგანიზაცია. გაცილებით მასშტაბური და არგუმენტირებული, ვიდრე გასულ წელს განხორციელებული მინისტრთა კაბინეტის რეფორმა იყო. ასევე, უნდა განხორციელდეს მმართველობისა და თვითმმართველობის სრული რეფორმირება, რასაც უნდა მოჰყვეს ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ხელი უნდა შევუწყოთ წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ა.შ.ზოგადად, ხელისუფლების ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ შეიქმნას სამართლიანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარემო, ოღონდ ეს სამართლიანობა კანონმა უნდა უზრუნველყოს და არა პიროვნებამ.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ საახალწლო განწყობაა, პოლიტიკური პროცესი თავის ჩვეულ დინამიკას ინარჩუნებს. ხელისუფლება-ოპოზიციას შორის რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს, ეს სადავოა არაა, მაგრამ რაც ჩვენთან ამ თვალსაზრისით ხდება ჯანსაღ კონკურენციას ვერანაირად ვერ ვუწოდებთ.
მმართველი გუნდის პარლამენტარები არც ერთ ფორმატში არ თანხმდებიან მინისტრების პარლამენტში თუნდაც სამთავრობო საათზე გამოცხადებას. მეტიც, შსს- მინისტრმა გ.გახარიამ განაცხადა, რომ ”ნაცმოძრაობასთან” კონტაქტი არ უნა ჰქონდეს”, ვინაიდან ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.”
მესმის, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობით ქართული პოლიტიკა არასდროს გამოირჩეოდა. მაგრამ თქვენ რას დაუკავშირებთ ხელისუფლება-ოპოზიციას შორის არათუ თვალშისაცემად არაჯანსაღ, არამედ ქვეყნისათვის საზიანო ურთიერთობას?
- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაჯანსაღი ურთიერთობა ქვეყნისათვის ყოველთვის საზიანო იყო, რადგან მას საზოგადოების გახლეჩა, ურთიერთდაპირისპირება და, საბოლოო ჯამში, ქუჩის გამოყენებით ხელისუფლების ცვლილება მოსდევდა, ჩვენ, როგორც ჩანს, მაინც ვერ შევძელით ამ მანკიერი ტრადიციისაგან თავის დაღწევა.
თუ ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ვფიქრობ, მცდარი სტრატეგიაა, რადგან, ჯერ ერთი, შესაძლოა მოსახლეობის დამოკიდებულება შეიცვალოს და მერე მეორე, ადვილი შესაძლებელია სხვა ძალა გამოჩნდეს, რომელსაც მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. მაშინ ქუჩაში გადასული პროცესის „უკან დაბრუნება“, შეუძლებელი გახდება
მინისტრის ამგვარი განცხადება, ისევე, როგორც ხელისუფლების ზოგადი მიდგომა, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციის მოთხოვნებს, პირდაპირი გზაა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასატანად. თუ ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ვფიქრობ, მცდარი სტრატეგიაა, რადგან, ჯერ ერთი, შესაძლოა მოსახლეობის დამოკიდებულება შეიცვალოს და მერე მეორე, ადვილი შესაძლებელია სხვა ძალა გამოჩნდეს, რომელსაც მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. მაშინ ქუჩაში გადასული პროცესის „უკან დაბრუნება“, შეუძლებელი გახდება.წმინდა ადამიანური თვალსაზრისით მინისტრის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია - ძნელია უსმინო, თუ როგორ ლაპარაკობენ „ნაციონალები“ ადამიანთა უფლებებზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზე, სამართალსა და სამართლიანობაზე და ზოგადად, ლიბერალურ ღირებულებებზე, ისიც ნათელია, როგორი იქნება ამ შეხვედრების დრამატურგია, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც.
კერძოდ, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები თავად უნდა იყვნენ კანონმორჩილი, ამიტომ, თუ კანონი და რეგლამენტი ასეთ შეხვედრებს ითვალისწინებს, მათ ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. ამასთანავე, მათ აქვთ თმენის ვალდებულება და თუ მისი აღსრულება არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში უნდა გადაინაცვლონ. არსებობს პოლიტიკური ფაქტორიც; „ნაციონალების“ უკან საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე დგას და მათზე ზრუნვაც და მათთან კომუნკაციაც ხელისუფლების მოვალეობებში შედის.
- რამდენიმე დღის წინ საჯარო სივრცეში გამოჩნდა თბილისის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის შედეგი უკანასკნელ არჩევნებში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. გარდა იმისა, რომ მან გააკრიტიკა თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, განაცხადა, რომ შექმნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც არსებული პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
”ამ ქვეყნის ბედი მთლად კარგად ვერ არის და ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის, საჭიროებს ცვლილებას,”- აცხადებს იგი.
მართალია, ჯერ არაფერი ვიცით, დააპირებს თუ არა იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ რამდენად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა შეიძლება აღმოჩდეს მისი მოძრაობა?
თუ ელისაშვილს მართლაც აქვს არსებული პარტიებისაგან განსხვავებული იდეა, მაშინ მისი პოლიტიკური ძალა ნამდვილად იქნება ანგარიშგასაწევი
- პირველ რიგში წარმატება მინდა ვუსურვო, მას მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა თბილისის მერის არჩევნებში, მაგრამ ეს წარმატება სულაც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ძლიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა შექმნა. აუცილებელია მინიმალური ფინანსები, იმდენი მაინც, რომ ქვეყნის მასშტაბით დაუბრკოლებლად იმოძრაო და ისეთი იდეა, რომელიც ფინანსების ნაკლებობას შეავსებს. თუ ელისაშვილს მართლაც აქვს არსებული პარტიებისაგან განსხვავებული იდეა, მაშინ მისი პოლიტიკური ძალა ნამდვილად იქნება ანგარიშგასაწევი.კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























