ანონსი 14 იანვარი

14 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზეიმო მიღებას გამართავს.
მის: თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
14 იანვარს, 16:00 საათზე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
მის: გ. ლეონიძის N 11 ა

























