ალექსანდრე ელისაშვილი - ნარმანიას მერიაში კარგად იციან, რომ ბოლო დღეები აქვთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე მდებარე სკვერში საპროტესტო აქციას შეუერთდა. მოსახლეობა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.
„ავლაბარში რამდენიმე სკვერია სულ. ახლა ქურხულის ქუჩაზე გაყვეს სკვერი შუაზე და დაიწყო სასტუმროს მშენებლობა. ეს არის ბარბაროსობა.
ნარმანიას მერიაში კარგად იციან, რომ ბოლო დღეები აქვთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ. მოვითხოვ, რომ ადგილის ჩანაცვლება მოხდეს მესაკუთრესთან და აქ - ქურხულის ქუჩაზე აღდგეს სკვერი“,- განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

























