თინა ხიდაშელი - ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის

 თინა ხიდაშელი - ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის

შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის იარაღის ტარების, ნარკოტიკების მოხმარებისა თუ აზარტული თამაშების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "კავკასიის", გადაცემა "ბარიერში" სტუმრობის, ჯარში სუიციდის პრევენციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრი თქმით, თავდაცვის უწყებას შემუშავებული აქვს ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კამპანია "მხარი მხარს" მიმდინარეობს.

"ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას, სხვა დატვირთვაც აქვს, ის ერთგვარად სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამიტომ ჯარში თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმაზე, რაზეც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება თვალი დავხუჭოთ. კამპანიას - "მხარი მხარს" ფსიქოლოგების დახმარებით ვახორცილებთ, შევქმენით ცხელი ხაზიც, რომ რაც შეიძლება მეტი ანონიმური ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, სად არის სუსტი წერტილები და სად არის საჭირო დახმარება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დღეს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყოველი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის.