თინა ხიდაშელი, მედიასთან შეხვედრების მხრივ, ირაკლი ალასანიას ტრადიციის აღდგენას აპირებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მედიას ყოველთვიურად შეხვდება. როგორც ხიდაშელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ დამკვიდრებული ტრადიციის აღდგენას აპირებს.
"ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც საბიუჯეტო, ისე შიდა რეფორმებთან დაკავშირებულ, თუ სხვა საკითხებს, დეტალურად მოგახსენებთ პირველივე შეხვედრაზე, რომელსაც ვგეგმავ მედიასთან. ჩვენ განვაახლებთ იმ ყოველთვიურ შეხვედრებს, რაც იყო თავდაცვის წინის წინა მინისტრის შემთხვევაში", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

























