მინდია ჯანელიძე პირადად დაინტერესდება გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობით

მინდია ჯანელიძე პირადად დაინტერესდება გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობით

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, პირადად დაინტერესდება თუ რატომ შეჩერდა გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ეხმარება გმირებსა და მის ოჯახებს.

"საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავეხმარეთ, თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ხაზი გავუსვა დახმარებას. ჩვენ დავეხმარეთ, მომავალშიც დავეხმარებით. სახლთან დაკავშირებით შეიძლება მოხდა გადავადება, არ ვიცი. ჩემ კოლეგებს ალბათ აქვთ ინფორმაცია თუ რა მოხდა. ჩვენ გმირების ოჯახებს ყოველთვის ვეხმარებით", - განაცხადა ჯანელიძემ.