მინდია ჯანელიძე თავდაცვის ზღუდეებზე ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს

მინდია ჯანელიძე თავდაცვის ზღუდეებზე ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს

თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, თავდაცვის ზღუდეებთან დაკავშირებით მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც თავდაცვის გენერალურ გეგმებს შეესაბამება, - ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მინდია ჯანელიძე არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებამ გაასაჯაროვა და ქვეყანას დაანახა ის თავდაცვის ზღუდეები მაშინ, როდესაც მისი მშენებლობა საიდუმლოდ მიმდინარეობდა.

"მთელი ქვეყანა ისედაც ხედავდა. ეს მარტივად ჩანს. ჩვენ არ დაგვინახებია, ისედაც ჩანდა გზიდან", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.