ანონსი 12 ივლისი

12 ივლისს, 18:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 19-ე უბანში მისცემს ხმას.

მის: ზანდუკელის #16

12 ივლისს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში საპატრიარქოს, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის და კავკასიელი ხალხების ეთნო-გენეზისის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატივით, ლაზური სიმღერის საღამო გაიმართება, რომელზეც ლაზ მომღერლებთან ერთად ლაზურ სიმღერებს ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეასრულებენ. ასევე, უმით ოსმანაღაოღლუს (ბატონიშვილი) წიგნის ,,ლაზი ვორე" ანუ ,,მე ვარ ლაზი" (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია შედგება.

12 ივლისს, 19:40 საათზე, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოკითხულ ამომრჩეველთა მიერ მიცემულ ხმათა შედეგებს გამოაცხადებს.

მის.: ვაზისუბნის ქ. #7.

საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803

12 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი

17:30 საათზე

20:30 საათზე

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში დაგეგმილი პრესკონფერენციების განრიგი:

17.00 - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

18.00 - საზოგადოებრივი დამცველი

18.30 - მრავალეროვანი საქართველო

19.00 - სამართლიანი არჩევნები

20.00 - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

20.30 - საია

21.00 - საერთაშორისო გამჭვირვალეობა

21.30 - სამართლიანი არჩევნები

22.00 - მრავალეროვანი საქართველო