ანონსი 10 ივლისი
10 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორის მაკა კვარაცხელიას წიგნის "ქალაქ თბილისის თვითმმართველობა" პრეზენტაცია გაიმართება.
10 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის "მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ" პრეზენტაცია გაიმართება.
10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
10 ივლისს, 22:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.
ტელ: 591 91 38 38
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის (პარლამენტის) მარშალის ბოგდან ბორუსევიჩის საქართველოში ვიზიტის პროგრამა:
18:30-19:15 შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
მაია ფანჯიკიძესთან (სასტუმრო "შერატონ ბათუმი", შეხვედრების ოთახი "როსე")

























