ანონსი 8 ივლისი

8 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივით, ერთ-ერთი 70–იანელი მხატვრის, ვალერი მარგიანის (1941–2003) ნამუშევრების გამოფენა და ცენტრის მიერ დაფინანსებული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.