ანონსი 7 ივლისი
7 ივლისს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წევრის ფრიდონ საყვარელიძის და იურისტ ოთარ ზოიძის მიერ თარგმნილი მე-20 საუკუნის დიდი ღვთისმეტყველის, ალექსანდრე შმემანის წიგნების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.
7 ივლისს, 18:30 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართება "ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში სასწავლო პროგრამის" 2013-2014 წწ-ის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია, რომელზეც სიტყვით გამოვლენ ალექსანდრე რონდელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
მის: ჩიტაძის 3ა.

























