ანონსი 5 ივლისი
5 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართება, რომელშიც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოც თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ნინო ქადაგიძე-ჟვანია მიიღებენ მონაწილეობას.
5 ივლისს, 20:00 საათზე, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძესა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად Tbilisi Event Hall-ში მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრებიან.

























