ანონსი 28 ივნისი
28 ივნისს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო კონფერენციისადმი "ბაირონი დედანსა და თარგმანში" მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება, რომელსაც ლორდი ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი, გრაფინია ლიტონი და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.

























