ანონსი 25 ივნისი
25 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში თბილისის #51-ე საჯარო სკოლის ხელოვნების კოლეჯის "Art-51" მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება.
25 ივნისს, 19:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში საჯარო დისკუსია გაიმართება.
თემა: პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში?
მის: ზოვრეთის ქ. #38
25 ივნისს, 19:00 საათზე, "მწერალთა სახლში" ციკლიდან "საბას ლაურეატები მწერალთა სახლში" მწერალ მარინა ელბაქიძესთან შეხვედრა გაიმართება.
ტელ: 599 486241 ლელა შუბითიძე
25 ივნისს, 20:00 საათზე, გაიმართება საერთაშორისო საზოგადოება "სტალინის" თავმჯდომარის გრიშა ონიანის საავტორო გვერდის პრეზენტაცია გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში", სადაც ყოველკვირეულად გამოქვეყნდება მასალები სტალინის შესახებ.
მის: ლუბლიანას ქუჩა, სვანური კოშკი
25 ივნისს, 20.00 საათზე, კარაოკე კლუბ "ჯელსომინოს" პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გალაკტიონ ტაბიძის ქ. #3/5
ტელ: 224-31-31

























