ანონსი 17 ივნისი

17 ივნისს, 15:00-დან 16.00 საათამდე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს ეროვნული ბანკის საცავში (აეროპორტის გზაზე) გადაიტანენ.

17 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმოამდგენლებისთვის ჭადრაკის "ერთობლივი თამაშის" სეანსი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) გაუძღვება.