ანონსი 6 ივნისი

6 ივნისს, 18:00 საათზე, ქვემო ფონიჭალაში, გაიმართება აქცია - "ვგულშემატკივრობთ ჭაბუკ მორაგბეებს და ჯანმრთელი ცხოვრების წესს". შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 13 წლამდე ასაკის მორაგბეები, რომლებსაც უგულშემატკივრებენ რაგბის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და "ქართული ოცნების" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი.

საკონტაქტო პირი ნატო კალმახელიძე - 591 110 647

6 ივნისს, 18:00 საათზე, პაოლო იაშვილის 120 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები".

6 ივნისს, 18:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა თემქის მოსახლეობას შეხვდება.

მის: თემქა, IV მ/რ, I და II კორპუსების მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო პირი ილია კოლხიდაშვილი - 592 46 06 02.

6 ივნისს, 18:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის "ევროკავშირი და საქართველო" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

6 ივნისს, 19:00 საათზე, "ნაციონალური მოძრაობის" ნავთლუღის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირთაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

მის: ჩოლოყაშვილის II კვარტალი, სკვერის ტერიტორია.

6 ივნისს, 19:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე თექასა და კერამიკაში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.