ანონსი 23 მაისი

23 მაისს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 6 უცხოელი ფოტოხელოვანის 6 განსხვავებულ ფოტო–პროექტს წარმოადგენს.

23 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართება ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის წინასამაგისტრო და სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია და მეორე აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია. ღონისძიებას გახსნის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

მის: გუდიაშვილის ქ. #7

23 მაისს, 18.00 საათზე, "ქართული ოცნების" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი გორგასლის ქ. #32-სა და გორგასლის ქ. #38-ის მცხოვრებლებს შეხვედრა.

23 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ქეთევან შენგელიას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

23 მაისს, 19:00 საათზე, სან-მარინოს კონსული დონატო ლანატი და ვიცე-კონსული ელენე ლეჟავა სან-მარინოს საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოფიციალურ მიღებას გამართავენ.

23 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამო გაიმართება.