ანონსი 17 მაისი

17 მაისს, 15:00 საათზე, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში" საზეიმოდ გაიხსნება.

17 მაისს, 15:00 საათზე, "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციისგან" წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ძაგანია #71-ე საარჩევნო უბანზე ვაზისუბნის ამომრჩეველს შეხვდება.

მის: ვაზისუბნის II მ/რ, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან, სკვერში

17 მაისს, 15.00 საათზე, მარნეულში, კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მარნეულის გამგებლობის კანდიდატს წარადგენს.

მის: მარნეული, რუსთაველის ქ. #73, კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი

საკონტაქტო პირი ლელა გაბეჩავა - 599 227 441

17 მაისს, 16:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ჩუღურეთის მოსახლეობას საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს.

მის: ჩუბინაშვილის ქ. #10

ტელ: 592 46 06 02 ილია კოლხიდაშვილი

17 მაისს, 17:00 საათზე "კავკასიურ სახლში" ლიტველ და უკრაინელ პოეტთა ლექსების კრებულის – "ჰორიზონტს იქით" – პრეზენტაცია ჩატარდება.

მის: გალაკტიონის ქ. #20