ანონსი 17 მაისი

17 მაისს, 10:00 საათზე, ფილარმონიიდან, რუსთაველის გამზირის გავლით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ლიტანიობით მსვლელობა მოეწყობა.

17 მაისს, 10:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მოსამართლეებისთვის საარჩევნო თემატიკაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას გახსნიან.

მის: ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. #275, სასტუმრო Georgian Palace Hotel

საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი - 577 55 77 35

17 მაისს, 11:00 საათზე, "რეპორტიორის" პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მიმართვა სპორტულ საზოგადოებას და არა მარტო . . .".

17 მაისს, 11:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების #5-ე და #17-ე დაწესებულებების სოციალურ მუშაკთათვის ტრენინგი ჩატარდება.

მის.: რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კმ, გარდაბნის მუნიციპალიტეტი

17 მაისს, 11:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვილნიუსის სახელობის სკვერში ფესტივალი "პოეზიის გაზაფხული" საზეიმოდ გაიხსნება.

17 მაისს, 12:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ე.წ. ატსტუპნიკებთან შეხვედრას გამართავს.

მის: გალის ქ. #15

ტელ: 592 46 06 02 ილია კოლხიდაშვილი

17 მაისს, 12:30 საათზე, "რეპორტიორის" პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობა, ანტიდისკრიმინალიული კანონი -საპატრიარქოს განცხადება, სატელეფონო მოსმენების ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვა - ხმალაძის ინიციატივა.

17 მაისს, 13:30 საათზე, პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ვაკეში, მრგვალ ბაღში ამომრჩეველს შეხვდება და წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობს.

საკონტაქტო ტელ: 551 89 89 65

17 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სარჩელზე "ნაციონალური მოძრაობისთვის" 5 ნომრის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ტელ: 555 79 08 75 თენგიზ ომანიძე

17 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", საერთაშორისო ორგანიზაცია "WORLD CONGRESS OF FAMILIES" რეგიონულ კონფერენციას: "ოჯახური ღირებულებები თანამედროვე მსოფლიოში" გამართავს, რომელზეც

სიტყვით გამოვა "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე.

17 მაისს, 15:00 საათზე, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ჩელოს სეზონი რუსთაველის თეატრში" საზეიმოდ გაიხსნება.

17 მაისს, 15:00 საათზე, "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციისგან" წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ძაგანია #71-ე საარჩევნო უბანზე ვაზისუბნის ამომრჩეველს შეხვდება.

მის: ვაზისუბნის II მ/რ, ავტობუსების ბოლო გაჩერებასთან, სკვერში

17 მაისს, 15.00 საათზე, მარნეულში, კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მარნეულის გამგებლობის კანდიდატს წარადგენს.

მის: მარნეული, რუსთაველის ქ. #73, კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი

საკონტაქტო პირი ლელა გაბეჩავა - 599 227 441

17 მაისს, 16:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ჩუღურეთის მოსახლეობას საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს.

მის: ჩუბინაშვილის ქ. #10

ტელ: 592 46 06 02 ილია კოლხიდაშვილი

17 მაისს, 17:00 საათზე "კავკასიურ სახლში" ლიტველ და უკრაინელ პოეტთა ლექსების კრებულის – "ჰორიზონტს იქით" – პრეზენტაცია ჩატარდება.

მის: გალაკტიონის ქ. #20