ანონსი 4 მაისი
4 მაისს, 16:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ბათუმის ღვინის ფესტივალს დაესწრება.
ტელ: 591 95 00 44 მერაბ ღოღობერიძე
4 მაისს, 18:00 საათზე, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" "ELშA – თბილისი"–ის სასემინარო ციკლის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე: "ახალი შრომის კოდექსის მოქმედება პრაქტიკაში", საჯარო ლექციას გამართავს.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, აუდიტორია 217
საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803

























