ანონსი 29 აპრილი

29 აპრილს, 15:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის #3 დაწესებულებას გახსნის.

29 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში "სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, გამარჯვებულ საჯარო სკოლის გუნდებს შორის, სახალისო სპორტული თამაშების "მხიარული სტარტები" მეოთხედფინალური თამაშის კენჭისყრა გაიმართება.

მის: უზნაძის ქ. #52

29 აპრილს, 15:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "თუმანიშვილის მოწაფეები - თუმანიშვილის თეატრში".

29 აპრილს, 16:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აბანოთუბანში, ჰეიდარ ალიევის სკვერში კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.

საკონტაქტო პირი სოფო მდინარაძე - 577 58 50 58

29 აპრილს, 16:00 საათზე, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ოფისში, ბიზნესმენები საქართველოს ახლად დანშნულ ელჩებს მოლდავეთში, კუვეიტსა და ინდოეთში, მერაბ ანთაძეს, როლანდ ბერიძესა და ლევან ნიჟარაძეს შეხვდებიან.

მის: ზანდუკელის ქ. #3

29 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დარბაზი #306

29 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დარბაზი #308

29 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დარბაზი #305

29 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ლატვიის საელჩო იოჰან კრისტოფ ბროცეს ბალტიის ნახატებისა და აღწერილობების კოლექციის გამოფენას გამართავს.

მის: მ. ალექსიძის ქ. #1/4

29 აპრილს, 18:00 საათზე, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი დაიწყებს მოხსენებათა ციკლს – "საუბრები ტაო-კლარჯეთზე".

მის: ჭავჭავაძის გამზ. #5, გამომცემლობა "ინტელექტის" ოფისი

29 აპრილს, 18:00 საათზე, "თიბისი არტ გალერეაში" გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება.