ანონსი 24 აპრილი

24 აპრილს, 18:30 საათზე, სასტუმრო "რედისონში" ქართული კომპანია "ლიდერ ცემენტის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

24 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კენედის ცენტრის ჯაზ-პიანისტის - ჯასტინ კოფლინის კონცერტს უმასპინძლებს.

24 აპრილს, 21:00 საათზე, ძველ თბილისში, (მეტეხის ხიდთან) კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ქალაქ თბილისის მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგენს მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას გამოაცხადებს.